20 კითხვა

20 კითხვა, რომელიც ახალი წლის დაგეგმვაში დაგეხმარებათ

1. რა ახალი უნარი გსურთ შეიძინოთ/შეისწავლოთ ამ წელს ყველაზე მეტად?

2. რომელი უნარი გინდათ გაიუმჯობესოთ ამ წელს, რომელიც უკვე გაქვთ?

3. დაასახელეთ ის 3 წიგნი რომელიც აუცილებლად გინდათ წაიკითხოთ 2012 წელს.

4. რა კონკრეტული მიმართულებით გსურთ წაახალისოთ თქვენი მეუღლე? დაასახელეთ რა გზით შეგიძლიათ ამის გაკეთება.

5. იფიქრეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მთავარ მიზანზე. რას მოიმოქმედებთ ამ წელს იმისათვის რომ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ ამ მიზნის მიღწევას?

6. დაასახელეთ თქვენი შვილ(ებ)ის მთავარი ძლიერი მხარეები. კონკრეტულად რა მოქმედებებით შეგიძლიათ მათი ეს ძლიერი მხარეეები ასაზრდოოთ?

7. დაასახელეთ თქვენი შვილ(ებ)ის ყველაზე თვალსაჩინო სისუსტეები. მოიფიქრეთ როგორ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ მათ ამ სისუსტეების დაძლევის უნარის გაუმჯობესებაში.

8. რა არის თქვენი ერთერთი ძლიერი მხარე? მოიფიქრეთ რამოდენიმე კონკრეტული გზა იმისათვის რომ ეს თქვენი ძლიერი მხარე პრაქტიკაში გამოიყენოთ.

9. რა არის თქვენი ერთერთი მთავარი ნაკლი? ჩამოაყალიბეთ რამოდენიმე იდეა, თუ როგორ უნდა აღმოფხვრათ ის.

10. დაფიქრდით თქვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობაზე (გარდა მეუღლისა და შვილებისა). როგორ გახდიდით ამ ურთიერთობას უფრო ნაყოფიერს?

11? დაასახელეთ რამდენიმე გზა თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

12. დაასახელეთ რამდენიმე გზა თქვენი ოჯახის ფინანსების გასაუმჯობესებლად.

13. რა გზით გინდათ გმერთს უფრო დაუახლოვდეთ?

14. სახლის მართვის რომელი სფეროთი ხართ იმედგაცრუებული? მოიფიქრეთ კონკრეტულად როგორ შეიძლება თქვენი დამოკიდებულების გაუმჯობესება ამ საკითხის მიმართ.

15. თქვენს მეუღლესთან ერთად ოდესმე შეგიდგენიათ “განაცხადი ოჯახის მისიის” შესახებ? თუ არა, რატომ არ გააკეთებდით ამას წელს?

16. დაასახელეთ კონკრეტულად რისი გაკეთება გსურთ თქვენს მეუღლესთან ერთად რაც კიდევ უფრო გააღრმავებდა თქვენს სიახლოვეს.

17. რა არის ის რაღაც, რაც მუდმივად გაუკეთებელი რჩება თქვენს ცხოვრებაში? რას მოიმოქმედებთ რომ ეს მთლიანად დაასრულოთ ამ წელს?

18. რომელ წრეში/საზოგადოებაში გსურთ გაწევრიანდეთ ამ წელს?

19. რა არის ის რისი მიღწევაც გსურთ წელს თქვენი დაბადების დღისათვის?

20. რა სამი სიტყვით გინდათ აღწეროთ თქვენი 2014 წელი?

მადლობას ვუხდით თათა ადამაშვილს ნაშრომის გამოგზავნისათვის

კომენტარები