ალბერტ აინშტაინი

15 ცხოვრებისეული გამონათქვამი ალბერტ აინშტაინისგან

1. ორი რამ არის უსასრულო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე. თუმცა სამყაროს შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ.

2. გონებასუსტობაა მუდმივად აკეთო ერთი და იგივე რამ და მუდამ განსხვავებულ შედეგს ელოდე.

3. სიცოცხლის მხოლოდ ორი გზა არსებობს. პირველი იცხოვრო ისე თითქოს არაფერია სასწაული, ხოლო მეორე კი იცოცხლო ისე თითქოს ყველაფერი სასწაულია.

4. წარმოსახვის უნარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. ცოდნა შეზღუდულია. წარმოსახვის უნარი კი მსოფლიოს იპყრობს.

5. ლოგიკით შესაძლებელია A–დან Z–მდე მიხვიდეთ, წარმოსახვის უნარი კი ყველგან მიგიყვანთ.

6. განსხვავება ჭკვიანსა და ბრიყვს შორის ისაა,რომ სიჭკვიანეს თავისი საზღვრები აქვს.

7. ვისაც შეცდომა არ დაუშვია, არასოდეს უცდია რაიმე ახალი.

8. ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. ბალანსი რომ შეინარჩუნოთ საჭიროა, განაგრძოთ მოძრაობა.

9. მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც ძალიან მალე მოდის!

10. განათლებაა ის, რაც რჩება მას შემდეგ რაც სკოლაში ნასწავლი გვავიწყდება.

11. ყველა ჭკვიანია. მაგრამ თუ თევზს განვსჯით იმ შესაძლებლობით,რომ ხეზე ავიდეს მაშინ მთელი ცხოვრების მანძილზე დაიჯერებს,რომ ბრიყვია.

12. ისწავლეთ გუშინდელი დღისგან. იცხოვრეთ დღევანდელი დღით და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ნუ შეწყვეტთ კითხვების დასმას.

13. კაცები ქორწინდებიან ქალებზე იმ იმედით, რომ ისინი არასოდეს შეიცვლებიან. ქალები კი ქორწინდებიან კაცებზე იმ იმედით, რომ ისინი შეიცვლებიან. საბოლოო ჯამში, ორივე მათგანი მუდმივად იმედგაცრუებული რჩება

14. სიყვარული ბევრად უკეთესი მასწავლებელია, ვიდრე მოვალეობის გრძნობა.

15. თუ A წარმატებაა, მაშინ A=X+Y+Z; სადაც X არის შრომა, Y თამაში, Z კი ენაზე კბილის დაჭერა.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

1. ორი რამ არის უსასრულო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე. თუმცა სამყაროს შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ. 2. გონებასუსტობაა მუდმივად აკეთო ერთი და იგივე რამ და მუდამ განსხვავებულ შედეგს ელოდე. 3. სიცოცხლის მხოლოდ ორი გზა არსებობს. პირველი იცხოვრო ისე თითქოს არაფერია სასწაული, ხოლო მეორე კი იცოცხლო ისე თითქოს ყველაფერი სასწაულია. 4. წარმოსახვის უნარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი