არმანი

10 გაკვეთილი ჯორჯო არმანისგან

ჯორჯო არმანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერია. მან შექმნა სტილი, რომელსაც ყოველდღიურად მივმართავთ და ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ოდესმე სხვაგვარად ვიმოსებოდით. მოდის ინდუსტრიის ყველაზე რევოლუციონერი პერსონა ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ძვირფასი სულაც არ არის არაკომფორტულის სინონიმი. არმანის სტილი დღეს ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან ასოცირდება.

  1. ,,ელეგანტურობა არ ნიშნავს იყო თვალშისაცემი. ელეგანტურია ის, ვინც რჩება მეხსიერებას’’.

ჯორჯო არმანის სახელი მსოფლიოს მასშტაბით ჰოლივუდმა გაუთქვა. 1980 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი “ამერიკელი ჟიგოლო”, რომლშიც მთავარ როლს რიჩარდ გირი ასრულებდა. მთავარი პერსონაჟის სამოსზე არმანიმ იზრუნა და სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გახდა იგი საქვეყნოდ ცნობილი. ფილმმა იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ ბევრ მამაკაცს რიჩარდ გირის პერსონაჟივით სურდა შემოსილიყო.

1

  1. ,, განსხვავება სტილსა და მოდას შორის – ხარისხშია.’’

უნაკლო ნაკერი, მინიმალიზმი და რბილი ქსოვილი არმანის ხელწერაა, რომელსაც თავად “მცირედის სრულყოფილებას” უწოდებს. ის ელეგანტურობისა და ჰარმონიულობის შერწყმის ოსტატია.

  1. ,, ნუ დაზოგავთ ფულს ყველაზე მნიშვნელოვანზე. ფეხსაცმელი ეს თქვენი გარდირობის მთავარი ელემენტია.’’
  2. “თუ გსურთ სექსუალურად გამოიყურებოდეთ, იყავით თავდაჯერებული. სექსუალობას გონება და სხეული თანაბრად განაპირობებენ’’

არმანი აღნიშნავს, რომ სიამოვნებით იქნებოდა მაღალი და მოირგებდა განმასხვავებელ ცხვირს, თუმცა უწევს დაკმაყოფილდეს იმით, რაც აქვს და გამოიყენოს მაქსიმალურად ეფექტურად. იგი ამტკიცებს, რომ არ ღირს დროისა და ცხოვრების ხარჯვა იმაზე, რისი შეცვლაც შეუძლებელია.

2

  1. მოხარული ვარ, რომ ისევ გსურთ, გამოიყურებოდეთ ელეგანტურად. ელეგანტურობა ეს გარეგნობის მთავარი გასაღებია. ეს არის ის, რაც მოდიდან არასოდეს გადადის. ჩემთვის სტილი დროებით მოდურ ტენდენციებზე მნიშვნელოვანია.

არმანიმ მოდის კანონები რადიკალურად შეცვალა და მოდის ინდუსტრიაში ახალი სტანდარტები შექმნა. თავიდან მოიშორა ყველაფერი არაპრაქტიკული და შეცვალა იმით, რაც დღეს მოდურ გარდერობს განსაზღვრავს. შექმნა კომფორტული სტილი, რაც ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, თანაც ისე, რომ ელეგანტურობა არ დაკარგონ.

  1. ,,ყველაზე ელეგანტური ადამიანები ტოვებენ შთაბეჭდილებას, თითქოს სამოსზე დიდი ძალისხმევით არ უზრუნვიათ’’.

არმანის მთავარი პრინციპი მინიმალიზმია. რბილი ქსოვილების შემოტანით ტანსაცმელი უფრო სასიამოვნო და კომფორტული გახადა.

  1. ,, შავი და ლურჯი სხვა ფერებზე მეტად მოხდენილია. შეგიძლიათ ამ ფერებზე ექსპერიმენტები ჩაატაროთ და სასურველი ფორმა და ქსოვილი ისე შეარჩიოთ. ‘’
  2. ,, კარგად შეარჩიეთ სუნამო. სურნელი პირველია, რასაც ადამიანები თქვენი ოთახში შესვლისას აღიქვამენ და უკანასკნელი, როდესაც ოთახიდან გადიხართ’’.
  3. ,, შეარჩიეთ ბუნებრივი ფერები, ისინი უფრო დიდხანს გემსახურებიან.’’

ადამიანები, ვინც მასთან ერთად მუშაობენ, ამბობენ, რომ მის ხელს სასწაულების მოხდენა შეუძლია. ის არ უარყობს და ამბობს, რომ როდესაც ქსოვილს ეხება, ხელები რაღაც ენერგიით ევსება. აღნიშნავს, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე მგრძნობიარე საქმეა.

  1. ,,მე ყოველთვის მინდოდა არა მოდის შექმნა, არამედ ქალბატონების და მამაკაცების დახმარება, რომ თავი უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად ეგრძნოთ ტანსაცმელში, რომელსაც ყიდულობდნენ. სტილი ეს არის ის, რასაც შენი ბიუჯეტი საერთოდაც არ განსაზღვრავს.’’

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ჯორჯო არმანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერია. მან შექმნა სტილი, რომელსაც ყოველდღიურად მივმართავთ და ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ოდესმე სხვაგვარად ვიმოსებოდით. მოდის ინდუსტრიის ყველაზე რევოლუციონერი პერსონა ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ძვირფასი სულაც არ არის არაკომფორტულის სინონიმი. არმანის სტილი დღეს ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან ასოცირდება. ,,ელეგანტურობა არ ნიშნავს იყო თვალშისაცემი. ელეგანტურია ის, ვინც რჩება მეხსიერებას’’. ჯორჯო არმანის […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი