ჰაერი, სინათლე, დრო და სივრცე – ჩარლზ ბუკოვსკი

იცით მე არასდროს მქონია ოჯახი, სამსახური.
ყოველთვის მაკლდა რაღაც.
მაგრამ ახლა
გავყიდე სახლი, ვიპოვნე ეს ადგილი და დიდი სტუდია. აქ აუცილებლად ნახავთ სივრცესა და სინათლეს.
და პირველად ჩემს ცხოვრებაში მექნება ადგილი და დრო რომ ვაკეთო რაღაც.
არა პატარავ, თუ გადაწყვეტ რომ რაიმე შექმნა, აუცილებლად გააკეთებ. არა აქვს მნიშვნელობა დღეში 16 საათს იშრომებ შეუჩერებლად,
თუ
პატარა ოთახში იმუშავებ, სადაც შენს გარდა კიდევ სამი ბავშვია.
აუცილებლად გააკეთებ თუნდაც შენი ტვინისა და სხეულის ნაწილის გაწირვით.
აუცილებლად შეძლებ თუნდაც იყო
ბრმა,
ხეიბარი,
შეშლილი.
აუცილებლად გააკეთებ მაშინაც კი როცა ქალაქში მიწისძვრაა, ბომბავენ, წყალდიდობა ან ცეცხლია.
ჰაერი,სინათლე, დრო და სივრცე არაფერ შუაშია – ისინი არაფერს ქმნიან, გარდა შესაძლოა, უფრო ხანგძლივი სიცოცხლისა, რათა იპოვნოთ ახალი მიზეზები.
ჩარლზ ბუკოვსკი, თარგმანი: 4motivi.com

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

იცით მე არასდროს მქონია ოჯახი, სამსახური. ყოველთვის მაკლდა რაღაც. მაგრამ ახლა გავყიდე სახლი, ვიპოვნე ეს ადგილი და დიდი სტუდია. აქ აუცილებლად ნახავთ სივრცესა და სინათლეს. და პირველად ჩემს ცხოვრებაში მექნება ადგილი და დრო რომ ვაკეთო რაღაც. არა პატარავ, თუ გადაწყვეტ რომ რაიმე შექმნა, აუცილებლად გააკეთებ. არა აქვს მნიშვნელობა დღეში 16 საათს იშრომებ შეუჩერებლად, თუ პატარა […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი