ჯონ მაქსველი

ჯონ მაქსველი – თანამშრომლების მოტივაციის 6 სტრატეგია

ადოფლ ჰიტლერის შესახებ წაკითხული წიგნიდან ერთი ისტორია გამახსენდა. წიგნის ავტორის, რობერტ ვაიტის თქმით, თურმე როცა დესპოტ მმართველს მძღოლის დაქირავება სურდა, იგი 30–მდე კაცს უტარებდა გასაუბრებას და მათ შორის ყველაზე დაბალი ფიგურის მქონე ადამიანს ირჩევდა.

ჰიტლერს სურდა, მის გარშემო ყველა, როგორც რანგით ისე ვიზუალურად პატარა ყოფილიყო, რათა თავი ყველაზე დიდად ეგრძნო. მისი აზრით, ლიდერობა საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება იყო.

დღეს, ყველას, ვინც ნამდვილი ლიდერობის თემას ეცნობა, სხაგვარი წარმოდგენა აქვს ამ საკითხზე. ჩვენ უკვე ვიცით, რომ წარმატების გასაღები სხვა ადამიანების მოტივაციაშია. მათ უნდა აღმოაჩინონ საკუთარი ხმა, ნიჭი და დაისახონ მაღალი მიზნები.

როგორ ვიქცეთ ექსრაორდინალურ ლიდერებად? საიდან დავიწყოთ? მე ექსტრაორდინალური ლიდერობის 6 სტრატეგიას ვიყენებ, ყველა მათგანი სხვა ადამიანების პოტენციალის განვითარებისკენ არის მიმართული.

1. დასვით შეკითხვები… თანაც ძალიან ხშირად. თქვენი ორგანიზაციის მომავალი ლიდერები უნდა აცნობიერებდნენ, რომ დისკუსია დიდ გადაწყვეტილებათა წინაპირობაა. მნიშვნელოვანი, მიზანმიმართული დიალოგი არამარტო ნიჭსა და ცოდნას ავითარებს, არამედ გადაწყვეტილების მიღებისა და ნაბიჯის გადადგიმისაკენაც გვიბიძგებს. დასვით შეკითხვები, როგორც ლიდერმა. სტიმული მიეცით დიალოგს.

2. გულწრფელად მოუსმინეთ. ადამიანები თავს დაფასებულად გრძნობენ, როდესაც უსმენთ. როდესაც ადამიანებს თქვენი ორგანიზაციის მართვის პროცესში ჩააბამთ, აღმოაჩენთ რომ ყველაზე „ცუდი“ თანამშრომელიც კი საუკეთესო იდეებით მოგამარაგებთ. ნუ უარყოფთ თქვენი ორგანიზაციის ახალი თანამშრომლების აზრს. იმ დღიდან, როცა თქვენი იდეები აღარ იქნება საუკეთესო, აღმოაჩენთ, რომ კარგად იცნობთ თქვენი თანამშრომლების პოტენციალს.

3. განსაზღვრეთ ნიმუშები. როდესაც შეკითხვებს სვამთ, დააკვირდით, თუ როგორ აანალიზებენ ადამიანები მიღებულ ინფორმაციას და იღებენ გადაწყვეტილებას. ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევიან, თუ ემოციებს ჰყვებიან? არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები? მიზანმიმართულები? ამჩნევენ შესაძლებლობებს?

დაინახეთ მოტივაცია მათი ქმედებების უკან იმისათვის, რომ წინ გაუძღვეთ მათ მომავალში. გააზრება იმისა,თუ როგორ მუშაობს თქვენი თითოეული თანამშრომლის გონება, დაგეხმარებათ განუსაზღვოთ მათ კონკრეტული პასუხისმგებლობები.

4. გამოიწვიეთ თანამშრომელთა აზროვნება. გახსოვთ ყველაზე კარგი მასწავლებლები? დიდი შანსია, მომთხოვნები იყვნენ, ადვილად გრძნობდნენ თქვენს თვალთმაქცობას, ცდილობდნენ თქვენს გახსნას, გირჩევდნენ ახალ შესაძლებლობებს და გათავისუფლებდნენ იმ შეზღუდვებისგან, რომლებსაც საკუთარ თავს უწესებდით. გახდით მასწავლებელი.

5. გადააწყვეტინეთ პრობლემები. ჩემი კარიერის დასაწყისში, ჩემი თანამშრომლებისგან ვითხოვდი, რომ თითოეული პრობლემისთვის, რომელსაც ისინი მომიტანდნენ, მოგვარების სამი გზა მოეძებნათ. ამ სტრატეგიის საშუალებით თქვენ „პრობლემის მომტანს“, „პრობლემის გადამჭრელად“ აქცევთ. შემდეგ კი ვეხმარებოდი აერჩიათ საუკეთესო გზა და ვაჯილდოებდი, როდესაც პრობლემაას გადაჭრიდნენ.

6. მიეცით თავს ფიქრის დრო. ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა, რაც კი ლიდერმა შეიძლება გააკეთოს – გამონახოს დრო ფიქრისთვის. როგორც თანამედროვე ფსიქოლოგი, ესტერ ბაჩოლზი ამბობს, ავტორი წიგნისა „მარტოობის ძახილი“, „სხვები შთაგვაგონებენ, ინფორმაციით ვიკვებებით, პრაქტიკა ჩვენი შრომის ნაყოფიერებას აუმჯობესებს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დრო, რომ გავერკვეთ სიტუაციაში, გავაკეთოთ ახალი აღმოჩენები, გავცეთ პასუხები ორიგინალურ კითხვებს.

მესმის, რთულია შეცვალოთ თქვენი სტრატეგია და გაანაწილოთ თქვენი ძალა და პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ამისათვის, სააჭიროა დაძლიოთ მეტალური კომპლექსი, რომელიც გეუბნებათ „უფრო ადვილია, ჩემით გავაკეთო.“ მართალია, ხშირად უფრო იოლი ჩანს, თქვენით გააკეთოთ, მაგრამ ეს არაა შორსმჭრეტელობა. მოახდინეთ ინვესტირება ადამიანებში და მალე მათში ლიდერებს აღმოაჩენთ.

სტატიას თეოდორ რუზველტის გამონათქვამით დავასრულებ: „ყველაზე კარგი მმართველი ისაა, რომელსაც აქვს ინტუიცია, რომ სწორად შეარჩიოს შესაბამისი ადამიანები იმ სამუშაოსთვის, რომლის გაკეთებაც სურს და გამოიჩინოს საკმარისი თავშეკავება, რომ არ ჩაერიოს მათ საქმიანობაში.“

თარგმანი: 4motivi.com

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ადოფლ ჰიტლერის შესახებ წაკითხული წიგნიდან ერთი ისტორია გამახსენდა. წიგნის ავტორის, რობერტ ვაიტის თქმით, თურმე როცა დესპოტ მმართველს მძღოლის დაქირავება სურდა, იგი 30–მდე კაცს უტარებდა გასაუბრებას და მათ შორის ყველაზე დაბალი ფიგურის მქონე ადამიანს ირჩევდა. ჰიტლერს სურდა, მის გარშემო ყველა, როგორც რანგით ისე ვიზუალურად პატარა ყოფილიყო, რათა თავი ყველაზე დიდად ეგრძნო. მისი აზრით, ლიდერობა საკუთარი ეგოს […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი