ჯონი დეპის ცხოვრების წესები

0

მსახიობი, 51 წლის, ლოს-ანჯელესი

„ფული არ გიყიდის ბედნიერებას, მაგრამ გიყიდის იალქანს, რომლითაც მის საძებნელად გაეშურები.“

მეჩვენება, რომ ჩემი ნამდვილი სახელია ოსმონდი.

მე უცნაური ბავშვი ვიყავი. თავიდან მინდოდა, ვყოფილიყავი ბრიუს ლი, ხოლო შემდეგ – დენიელ ბუნი.

ახალგაზრდობაში გამყიდველად ვმუშაობდი, მაგრამ ცოტა ხნით. მგონი იმიტომ, რომ მიყვარდა თქმა: „მისმინეთ, თქვენ საერთოდ არ გიხდებათ ეს კოსტიუმი.“

ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორიც არის, ტიმის წყალობით.

ტიმ ბარტონი – ყველაზე ჩაკეტილი ადამიანი, რომელიც კი შემხვედრია. როდესაც ვიღებდით „ჩარლი და შოკოლადის ქარხანას“, უცებ მითხრეს, რომ ტელეფონთან ჰელენი (ბარტონის ცოლი) მეძახის. მე ვკითხე: „ყველაფერი რიგზეა? ბილი ხომ კარგადაა?“. მათი ვაჟი მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყო. „კი,- მპასუხობს. -ტიმს უნდა, რომ მისი ნათლია გახდე“. გამიკვირდა, იმიტომ რომ წუთის წინ ტიმთან ვიყავი და არაფერი უთქვამს.

ტიმს ნებისმიერი რაღაცის თხოვნა შეუძლია ჩემთვის. მე ყველაფერს გავაკეთებ.

ვცდილობ, ყოველთვის ვიყო პერმანენტული დაბნეულობის მდგომარეობაში. მომწონს, რა გამოსახულებასაც ტოვებს ის სახეზე.

მგონი, ირგვლივ ყველა გადარეულია.

ყველა ფილმში არსებობს მომენტი, როდესაც ხვდები: აი, ეგ ზუსტად ის მომენტია.

ფული არ გიყიდის ბედნიერებას, მაგრამ გიყიდის იალქანს, რომლითაც გაეშურები მის საძებნელად.

ყველა ხდება რელიგიური, როდესაც თვითმფრინავში ჯდება.

თავისუფლების ჩემეული განმარტება – სიმარტივე და ანონიმურობა. ოდესმე, ისევ მოვიპოვებ მათ, როდესაც გავხვდები ბებერი და ყველა დამანებებს თავს.

თუ დამიჭერთ ფრაზაზე – „მე სერიოზული მსახიობი ვარ“, გთხოვთ, ჩამარტყით.

დავიღალე თუ არა ჯონი დეპად ყოფნით? მოდით, ამით დავასრულოთ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply