ჯადოსნური მარცვლები
ჩემი ფოსტა სრულად ინახავს იმ წერილების სიას,რომელიც თქვენს საიტზე გამოვგზავნე,იმედით,რომ რომელიმე ჩემს პოსტს მოიწონებდით და გამოაქვეყნებდით. სხვა საიტებზე თუ მეტ-ნაკლებად მწყალობს ბედი, თქვენთან საერთოდ არ გამიმართლა.. არც ერთ, ჩემს წერილს, გამოხმაურება არ მოჰყოლია. არადა ძალიან მწყდება გული. ფეისბუქზე მოვიწონე თქვენი გვერდი და ყოველ დღე, ახალ-ახალ ბლოგებს ვეცნობი. ძალიან მომწონს თქვენი ჟურნალი. აქ გამოქვეყნებული შთამაგონებელი ისტორიები მკითხველებს, გვეხმარება პოზიტიურად შევხედოთ მოვლენებს და ვიბრძოლოთ ოცნებების ასრულებისთვის.სწორედ თქვენმა საიტმა მიბიძგა ,რომ კიდევ ერთხელ მეცადა,რაც შეიძლება კარგი ისტორია მეპოვა ჩემს ნაწერებში ან თუნდაც გულახდილი წერილი მომეწერა თქვენთვის. სანამ წერას დავიწყებდი ვიფიქრე,რომ შეიძლება არც ამჯერად გამოაქვეყნოთ ჩემი პოსტი, მაგრამ ხომ შეიძლება სხვაგავრად მოხდეს?
მე, ერთ- ერთი ფირმის, მენეჯერი ვარ და ყოველ დილით,როცა სამუშაო მაგიდასთან ლეპტოპს ვშლი, ვიცი,სინამდვილეში მინდა იმ საქმეს ვაკეთებდე,რომელიც მიყვარს. ციფრებსა და მატემატიკურ გამოთვლებში ყოველთვის ნაკლებად ვერკვეოდი, მაგრამ როცა საქმეს დასჭირდა, არც ისე ურიგოდ გავართვი თავი,თუმცა ოცნებაზე უარის თქმა ძალიან მიჭირს. მინდა ჩემი პროსფესიით ვმუშაობდე.ვწერდე სტატიებს, სასიყვარულო ისტორიებს და თუ ამის კეთებას არ დავიწყებ, ვიცი ძალიან ვინანებ. ინტერნეტ სივრცე ერთგვარად მეხმარება და დრო და დრო ბლოგებს ვაქვეყნებ. ეს ერთგვარი სტიმულია,მაგრამ მხოლოდ ჰობის დონეზე რჩება . ვიცი,რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს იმ სფეროში,რომელიც არ აინტერესებს.სწორედ ეს იწვევს საქმისადმი უსიყვარულობას და ყოველდღიურ რუტინას.მეგობრები ხშირად ვსაუბრობთ ამის შესახებ.ზოგიერთი ალკოჰოლის საშუალებით ცდილობს ცოტა ხნით მაინც დაივიწყოს აუხდენელი ოცნებები,მაგრამ ეს მდგომარეობას, უარესობისკენ ცვლის.მინდა მათთვის მაგალითი ვიყო და დავუმტკიცო მეგობრებს,რომ ოცნებები მცნებებივით როდი ირღვევიან,ისინი სრულდებიან თუ მოვინდომებთ.მთავარი მოქმედებაა და ხვალ დილით,როდესაც რედაქტორი,(რომელიც დარწმუნებული ვარ მისთვის საყვარელ საქმეს აკეთებს) ფოსტას გახსნის და მოსვამს გემრიელ, ცხელ ყავას, ,ჯადოსნური მარცვლების არომატით შთაგონებული,ჩემს წერილს დასაბეჭდად გადაგზავნის…
გამომგზავნი/ავტორი: დადუნა ნადარაია

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ჩემი ფოსტა სრულად ინახავს იმ წერილების სიას,რომელიც თქვენს საიტზე გამოვგზავნე,იმედით,რომ რომელიმე ჩემს პოსტს მოიწონებდით და გამოაქვეყნებდით. სხვა საიტებზე თუ მეტ-ნაკლებად მწყალობს ბედი, თქვენთან საერთოდ არ გამიმართლა.. არც ერთ, ჩემს წერილს, გამოხმაურება არ მოჰყოლია. არადა ძალიან მწყდება გული. ფეისბუქზე მოვიწონე თქვენი გვერდი და ყოველ დღე, ახალ-ახალ ბლოგებს ვეცნობი. ძალიან მომწონს თქვენი ჟურნალი. აქ გამოქვეყნებული შთამაგონებელი ისტორიები […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

დადუნა ნადარაია
მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.