ჭუჭყიანი სარკმელი
ერთი წყვილი ახალ ბინაში გადავიდა. დილით ცოლმა ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, სარკმელს გახედა და გარეთ მეზობელი დაინახა,რომელიც თეთრეულს ფენდა.
– შეხედე როგორი ჭუჭყიანი თეთრეული აქვს – უთხრა ცოლმა ქმარს.
კაცი გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია მისთვის.
– ალბათ ცუდ საპონს ხმარობს ანდა არც კი იცის როგორ უნდა რეცხოს.ნეტავ არავინ ასწავლის?! – ნიშნისმოგებით თქვა ქალმა.
და ამის შემდეგ როდესაც მეზობელი თეთრეულს ფენდა, ცოლს სულ უკვირდა, თუ რატომ იყო იგი ასეთი ჭუჭყიანი. ერთ მშვენიერ დღესაც ქალმა გაიღვიძა, სარკმელს გახედა და გაკვირვებისაგან ხმამაღლა შესძახა:
– დღეს რა საოცრად სუფთაა მისი თეთრეული! ბოლოსდაბოლოს ისწავლა რეცხვა!
– არა, – უპასუხა ქმარმა. საქმე იმაშია, რომ დღეს ადრე ავდექი და ჩვენი სარკმლები გავწმინდე.

თარგმანი: 4motivi.com ; თარგმანის წყარო: http://www.psiholog3000.ru/

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთი წყვილი ახალ ბინაში გადავიდა. დილით ცოლმა ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, სარკმელს გახედა და გარეთ მეზობელი დაინახა,რომელიც თეთრეულს ფენდა. – შეხედე როგორი ჭუჭყიანი თეთრეული აქვს – უთხრა ცოლმა ქმარს. კაცი გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. – ალბათ ცუდ საპონს ხმარობს ანდა არც კი იცის როგორ უნდა რეცხოს.ნეტავ არავინ ასწავლის?! – ნიშნისმოგებით თქვა ქალმა. და […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი