მოხუცი მშობლები

წერილი შვილს მშობლებისგან!

შვილო, როდესაც მოვხუცდები ვიმედოვნებ გაიგებ და მოთმინებით მომექცევი, როდესაც თეფში გამიტყდება ან სუპი დამეღვრება მაგიდაზე, რადგან მხედველობას ვკარგავ. ვიმედოვნებ, რომ არ დამიყვირებ. მოხუცი ხალხი ძალიან მგრძნობიარეა – ყოვეთვის ებრალებათ საკუთარი თავი, როდესაც უყვირიან.

როდესაც სმენა გამიჭირდება ვიმედოვნებ, რომ არ დამიძახებ „ყრუს“. გთხოვ გამიმეორე ან დამიწერე. ძალიან ვწუხვარ ჩემო შვილო, რადგან ვბერდები. როდესაც ჩემი მუხლები შესუსტდება, ვიმედოვნებ, რომ დამეხმარები ადგომაში, როგორც მე გეხმარებოდი როცა პატარა იყავი და სიარულს სწავლობდი. გთხოვ ამიტანე, როდესაც გაფუჭებული ჩანაწერივით დავიწყებ ჩემს თავზე გაუთავებელ საუბარს, გთხოვ მომისმინე, არ დამცინო ან არ დამანაღვიანო უყურადღებობით. გახსოვს, როდესაც პატარა იყავი და ბურთი გინდოდა? მანამდე იმეორებდი რაც გსურდა, სანამ არ მიიღებდი.

გთხოვ ასევე მაპატიო ჩემი სუნის გამო, რადგან მეც მექნება მოხუცი ადამიანის სურნელი. გთხოვ ნუ დამაძალებ დაბანას, ჩემი სხეული დასუსტებული იქნება. მოხუცი ადამიანები ადვილად ავადდებიან სიცივის გამო. გახსოვს პატარა რომ იყავი? ირგვლივ დაგსდევდი დასაბანად, რადგან არ გინდოდა დაგებანა. ვიმედოვნებ, მოთმინებით შეხვდები, როდესაც გამუდმებით შეუძლოდ ვიქნები. ჩემი ყველა ნაწილი იქნება დაბერებული და შენც გაიგებ ამას, როდესაც მოხუცდები.

თუ გექნება ცოტა დრო, ვიმედოვნებ დამელაპარაკები რამოდენიმე წუთი. მე გამუდმებით მარტო ვიქნები და არავინ მეყოლება რომ ვესაუბრო. ვიცი, რომ დაკავებული სამუშაო გაქვს. თუნდაც არ იყო დაინტერესებული ჩემი ისტორიებით, გთხოვ გამონახო დრო ჩემთვის. გახსოვს პატარა რომ იყავი? მე გამუდმებით ვუსმენდი შენს ისტორიებს სათამაშო დათვზე. და როდესაც ცუდად გავხდები და ლოგინში მწოლიარედ გადავიქცევი, ვიმედოვნებ, რომ იზრუნებ ჩემზე.

ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი თუ ლოგინი დავასველე ან სხვა რამ გავაფუჭე. ვიმედოვნებ, რომ იზრუნებ ჩემზე სოცოცხლის უკანასკნელ მომენტებში. დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩა. ვიმედოვნებ, როდესაც სიკვდილის დრო მოვა ჩემს ხელს დაიჭერ და გამამხნევებ, როდესაც სიკვდილი შემომხედავს სახეში. … და არ იდარდო, როდესაც საბოლოოდ შევხვდები ჩვენს შემოქმედს, ჩავჩურჩულებ მას ყურში: გთხოვ შეიწყალე ჩემი შვილი, რადგან მას უყვარდა თავისი დედ–მამა. ძალიან დიდი მადლობა მზრუნველობისათვის. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ. უდიდესი სიყვარულით, დედა და მამა.

კომენტარები