წარმოსახვითი გამიხდი

მზე ჩაესვენა სამზეურში, ვნებიანმა ზღვამ სიცივეს უმატა, ტალღები კი აღარ ბობოქრობენ , თრთიან აჰყოლიან სხეულს მრთოლვარეს , ყოველი მიხვრა მოხვრისას ტალღები ბანს იძლევიან, ხვშინავენ და იძირებიან ვნებებთა სახლში, უიალქნო და ღუზა ჩაშვებულ გემში.

გაუმაძღარი სხეულები ერთმანეთს შემოხვევიან, თითები მალის ძვლებს ითვლიან, თვლა განმეორებით სრულდება რადგან ციფრები ფიზიკურად მომიოხრებიან. დაუცხრომელი ბაგეები ერთმანეთს ერწყმიან ,სისხლი მოძრაობას იწყებს  სუნთქვა ხშირდება და ჰაერი არა ერთს , ერთურთს მიეწოდება … ერთი ჰაერით ვიწამლებით და მოწამლული აირი ჩვენში ბაქტერიებივით მოედებიან კანქვეშ . ჩვენ  მოვიწამლეთ , დაავადით  და წამალს ვერავინ მოგვაწვდის , უკურნებელი სენი გვჭირს . ცივი თითები მოძრაობას განაგრძობენ  თბილ ზურგს ეშურებიან , სითბო გულის  არტერიებიდან  იწყებს წამოსვლას, თითები მკერდისკენ მიიპარებიან ღილებს მოურიდებლად ხსნიან მასში სახლდებიან  „ და ტანისამოსივით ატარებ მას , ის შენი ყოველი პიჯაკის ღილია, ყოველი ნაკვთის პერანგია ‘’ , სისხლისფერ ტუჩებს მისი სისხლის გემო აქვთ , კანქვეშ მისი ყოველი ამოსუნთქვა , ჩასუნთქვა იმალება, გაფართოებული ძარღვები ისე სწრაფად ითვლიან ყოველი სისხლის მიწოდებას გულთან როგორც მისი გულისცემა მაჯებთან . მთელი სამყარო , მთელი ზღვის ტალღები , ცის სიმფონიები , მთვარე , მზე ვარსკვლავთცვენა , ყოველი პატარა კენჭიც შენია , გარდა საკუთარი თავის , შენ მისი ხარ … თუმცა მისი ნაცრისფერი თვალები წამწამებით იფარება თუ არა შენც მაშივნე ქრები და უჩინარდები , როგორც გზააბნეული მგზავრი . მისი ყოველი მხართაჭიდილი , სხეულთა სიახლოვე ჩახუტებაში იხარშება . ჩახუტებული ქანდაკებები ვართ მსხვრევადი , ცას ტკივილისფერი ფერები ეკვრიან და ჩვენს სხეულებს, ჩვენს ქანდაკებებს ძარღვები ასკდებათ …

ქანდაკებები ზღვის განაპირას დგანან , ერთ-ერთი  მიხვრა,  მოხვრის პოზაში გარინდულები , სახის მეტყველება ფერფლისფერი, შუბლს ტკივილისფერი დასდევს.

„მიყვარს , მინდა ჩემთან იყოს მთელი ცხოვრება ‘’  და სიკვდილისას ფეხის თითებიდან რომ წამოვა  სიცივე  გულამდე , ისე წამოვიდა ტკივილი გულიდან და ჩაკლა , ყველაფერი … ყველა ფერი …

ცა ტირილს აპირებს , მოიქუფრა ღრუბლებად  ნისლი ჩამოწვა , წვიმს და ცა ცრემლებად იღვრება ჩვენს მხრებზე,  წვიმის წვეთები ცას ეთამაშებიან , ცა წვიმას. გამოიდარებს ისევ იწვებს . ამინდიც ჩვენსავით ცვალებადია , ან ჩვენ ამინდებივით ცვალებადები . მზე გამოანათებს , წვიმასთან შერწყმას ცდილობს , მაგრამ ეცადე და იყავი , როცა  ცას წვიმა უნდა .ჩვენ ავყევით თამაშს , წვიმის წვეთებივით აქა-იქ მოვედებოდით , ცეკვას ვიწყებდით , ვტრიალებდით და ვტრიალებდით  რათა გვეგრძნო ,რომ დედამიწას ტრიალი უნდოდა . ხელს მტაცებს , ხელში ამიყვანს და მე ვგრძნობ , როგორ ტირის ცა ღრუბლებს ამოფარებული , ჰაერში ატაცებულს მის ბაგეებს ჰაერს ვუცვლი და ერთი ჰაერით გარინდულები მიწას ვეღარ ვეშვებით …

და მიწაზე ვეშვები თუ არა, ვგრძნობ ბოლო ჩახუტების გემოს , ფეხებში ძალა მეცლება და წვიმით ნაგუბარ ასფალტებზე მივერეკებით, თვალებში ვუყურებ , მოუშორებლად და ვგრძნობ , რომ ეს სახე ,ეს მზერა ჩემში იბეჭდება. მისი ხელის უკანასკნელ შეხებას ვგრძნობ , ვეხუტები ძვლების ტკაცუნის ხმამდე , თითებს ვუშვებ და ის მიდის…

მიყ ვარ ხარ

„ვარ’’ და „ხარ“  …  „ იყავი და ვარ ‘’  „მიყ“ ჩვენი სახლი იყო თბილი და ვნებიანი თავშესაფარი , რომელსაც აღარც სახურავი, აღარც კედლები აღარ აქვს, მხოლოდ კარი რომლითაც შემოხვედი და ფანჯარა , რომლიდანაც გაფრინდი ჩიტივით სხვასთან , სხვის ბუდეში .

წარმოსახვითი გამიხდი…

ხატია შავაძე

კომენტარები