წარმატებული ადამიანის 6 თვისება ბრაიან ტრეისის მიხედვით

0

1. ისინი არიან ამბიციურები.
მათ აქვთ საკუთარი თავის აღქმა, რომ შეუძლიათ იყვნენ საუკეთესოები. ისინი საკუთარ თავებს პროფესიონალებად ხედავენ, იმ საქმეში რასაც აკეთებენ.
ეს ჩემთვის დიდ საფიქრალს წარმოადგენდა. ამან მე მრავალი წლით უკან დამხია. როდესაც ვხედავდი წარმატებულ ადამიანებს ვფიქრობდი, რომ ისინი ჩემზე უკეთესები იყვნენ და ამის გამო თავს არასრულფასოვნად ვთვლიდი. თუმცა როდესაც შენს საქმეს უკეთესად აკეთებ, მეტს ცდილობ, ცდილობ რომ ყველაფერი მაღალ დონეზე აიყვანო და ყველაფერში მეტი ენთუზიაზმი ჩადო, შენ არაჩვეულებრივ შედეგს იღებ.

2. ისინი გამბედავები არიან.

წარმატებული ადამიანები საკუთარ შიშებს აკონტროლებენ. ორი ყველაზე დიდი მტერი წარმატებული ადამიანის არის შიში და ეჭვი.
ასე რომ დაუპირისპირდი შენს შიშს, ეს შენ სრულფასოვან ადამიანად გაქცევს. თუ შენ დიდი ამბიციები გაქვს და გადაწყვიტე, რომ მწვერვალზე უნდა მოექცე, შიშის კონტროლი უნდა შეგეძლოს. ეს შენ წარმატებულად გაქცევს.

3.ისინი მისდევენ წესებს.
წარმატებული ადამიანები ყველა სფეროში ემორჩილებიან წესებს. მათ სჯერათ საკუთარი თავის, საკუთარი კომპანიის, მათ სწამთ მომხმარებლების. თუ შენ გჯერა იმისი სისწორის, რასაც აკეთებ, შენ გახდები კატალიზატორი.

4. ისინი მზადყოფნაში არიან.
წარმატებული ადამიანები დეტალებს ყოველთვის ამჩნევენ , ისინი აკეთებენ ისეთ რაღაცეებს, რომელსაც საშუალო დონის ადამიანი არ აკეთებს.
სანამ შეხვედრაზე წახვალ, მოემზადე ამ შეხვედრისთვის. სანამ სიტყვით გამოხვალ, მოიძიე ყველანაირი ინფორმაცია. ღრმად გაერკვიე ყოველ სიტუაციაში, სანამ მასში შესვლას გადაწყვეტ.

5. შენ არასდროს უნდა შეწყვიტო სწავლა.
წარმატებული ადამიანები აღიარებენ, რომ თუ ისინი შეწყვეტენ სწავლას, მაშინ ისინი მიდიან რეგრესისკენ. ისინი კითხულობენ, ესწრებიან დამატებით ტრეინინგებს. ისინი არასოდეს წყვეტენ სწავლას.

6. მათ აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა
წარმატებულ ადამიანებს ჩვენს საზოგადოებაში აქვთ თვითდასაქმების უნარი. შენ შენი კარიერის, ცხოვრების, ფინანსების, ოჯახის, სხეულის და ჯანმრთელობის ბატონ-პატრონი ხარ. შენ პასუხისმგებელი ხარ მთელ შენს ცხოვრებაზე, რადგან არავინ არაფერს გააკეთებს შენს მაგივრად.

მოამზადა თამთა ბერუაშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Leave A Reply