წარმატების საიდუმლო

ჟურნალისტი ერთი დიდი კორპორაციის ხელმძღვანელს შეეკითხა:
რაში მდგომარეობს თქვენი წარმატების საიდუმლო?
ბიზნესმენი: შემიძლია 3 სიტყვაში მოგახსენოთ.
რეპორტიორი: ძალიან კარგი, ყურადღებით გისმენთ.
ბიზნესმენი: სწორად მიღებული გადაწყვეტილებები. 
რეპორტიორი: და როგორ იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს?

ბიზნესმენი: გამოცდილების წყალობით.

რეპორტიორი: და გამოცდილებას როგორღა იღებთ?
ბიზნესმენი: არასწორად მიღებული გადაწყვეტილებების წყალობით…

კომენტარები