წარმატება

რა არის წარმატება? უბრალოდ იღბლიანი შემთხვევა, გამართლება თუ თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი. ძნელია ერთი ცალსახა ახსნა, რადგან წარმატება მიიღწევა თავდაუზოგავი შრომის შედეგად და ასევე ზოგ შემთხევევაში იღბალი, გამართელბა განაპირობებს ხოლმე ადამიანის მომავალს. მიუხედავად ამისა, სერიოზული წინსვლის მისაღწევად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. როგორც ***როდი ჯინსი? ამბობდა ”წარმატების საიდუმლო მარტივია: გარკვეული დროის განმავლობაში იშრომე, მოთმინებით და თავდაუზოგავად იღვაწე, შენი წარმატების განუხრელად გჯეროდეს და უკან არასოდეს დაიხიო”.

ამავდროულად იღბალიც არის საჭირო, როგორც იტყვიან ხოლმე: ” საჭირო დროს და საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე”. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე წარმატებისკენ მისაღწევი გზა საკმაოდ რთულია, საჭიროა მოთმინება, ნებისყოფა და სწორი სტრატეგია. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ნაცნობ-მეგობრების წრეს, ხშირ შემთხვევაში სწორედ კონტაქტების წყალობით ხდება ხოლმე ახალი სამსახურის დაწყება ან სერიოზული დაწინაურება. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო პედაგოგების, პროფესორ-მასწავლებლების როლი იმ შეხედულებეის და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, რომელიც მნიშველოვან გავლენას ახდენს პიროვნების მომავალზე. ნამდვილი და ღირსეული გზებით მიღწეული წარმატება ეს არის დაუზარელი შრომის, რკინის ნებისყოფის და მოთმინების სინთეზი. სამწუხაროდ რეალურ ცხოვრებაში წარმატებულ ადამიანებს ხელოვნურად ქმნიან ხოლმე ანუ პროტექციის და გავლენიანი კავშირების ხარჯზე ნაკლებად ინტელექტუალი და განათლებული ადამიანი სერიოზულ მატერიალურ და საზოგადოებრივ მდგომარეობას იქმნის. მიუხედავად ამისა გონიერ და განათლებულ კაცს ყოველთვის აქვს შანსი წარმატებისა. დროის გარკევულ მონაკვეთში მიზანსადახულმა ადამიანმა შეიძლება ვერ მიაღწიოს კონრეტულ მიზანს, თუმცა მის მიერ განვლილი გზა და მიღებული გამოცდილება განაპირობებს მის მომავალ წარმატებას.

სირთულეებისა და დაბრკოლებების სიმრავლე ამდიდრებს ადამიანის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობა არ შეხვედრია სუსტია ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლაში. მხოლოდ დაბრკოლება გამოვლილმა ადამიანმა იცის თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული გამარჯებისა და წარმატების ფასი.

ყოველი მიზნის მიღწევას გარკვეული სტრატეგია, მომზადება და შრომა სჭირდება. იყავი ბეჯითი, მიიღე მაქსიმალური ცოდნა და არასოდეს არ დაყარო ფარ-ხმალი, პესიმისტურად ნუ განეწყობი, რაც უნდა მწარე რეალობის წინაშე დადგე. ყოველთვის უნდა მოძებნო საკუთარ თავში ძალა, რომ კვლავ აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდე. ნუ ითაკილებ ისეთ შრომას, თუ შესაძლებელია ფიზიკურ შრომას კი, თუ ამას შენი ამჟამინდელი სიტუაცია მოითხოვს, რადგან ცხოვრება კიბეს ჰგავს, რაც მეტ საფეხურს გაივლი მით უფრო გამოცდილი და თავდაჯერებული იქნები, გეცოდინება საკუთარი შრომით მოპოვებული თითოეულუი თეთრის ფასი. აქედან გამომდინარე, როდესაც გავლენიან მდგომარეობას მიაღწევ და შენს ზღურბლზე გამოჩნდება შრომისმოყვარე, ინიციაიტივის მქონე, ნოვატორი ახალგაზრდა თავად შეუწყობ ხელს ამ ადამიანს დასახული მიზნის მიღწევაში, რადგან უკვე თავად გაქვს განვლილი ის გზა, რომლის დასაწყისშიც ის დგას ახლა.

არ შეუშინდე ამ გზაზე არსებულ დაბრკოლებებს. ” არ არსებობს დაბრკოლება, რისი გადალახვაც შეუძლებელი იქნება შრომით” – ჯორდანო ბრუნო. იყავი თამამი, ინიციატივის მქონე. ეძიე ყოველთვის ახალი და წარმატების საპირწონე აუცილებლად შენსკენ გადაიხრება.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი წარმატების გზაზე თანმიმდევრული მოქმედება. უპირველეს ყოვლისა მკაფიოდ უნდა დავისახოთ სამომავლო გეგმა. უნდა ვიცოდეთ რა გვინდა, შესაბამისად უფრო იოლია გარკევული ტაქტიკის შემუშავება. იყავით უფრო თამამი, რა თქმა უნდა ეტიკეტისა და ზრდილობის ფარგლებში და ნუ მოგერიდებათ ჯანსაღი ამბიციების.

ისწავლეთ, მიიღეთ მაქსიმალურად ღრმა ცოდნა. იმეგობრეთ წიგნებთან და გამოცდილი ადამიანიების რჩევები გაითვალისწინეთ. გამოიმუშავეთ უნარი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა. გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს მომავალზე მნიშვნელოვან დიდ გავლენას მოახდენს სერიოზული აწონ-დაწონვის შემდეგ მიიღეთ. თუმცა აქვე მინდა დავძინო, რომ ცხვორებაში დგება მომენტი, როდესაც გადაწყვეტილება დროის უმცირეს მონაკვეთში და ოპერატიულად უნდა მიიღო. ასეთ დროს გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ პასუხების გაცემა შემდეგი კითხვებზე: რა შედეგს მოგცემს ამ გადაწყვეტილების მიღება? რა არის ამ ეტაპზე თქვენთვის უფრო პრიორიტეტული?

წარმატების მისაღწევად ხანდახან არასტანდარტულ ხერხებს უნდა მიმართოთ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ზნეობისა და მორალის ფარგლებს არ უნდა გაცდეს. იყავით, თამამი და ამავდროულად თავაზიანი. გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანის რჩევები და საკუთარ გულისთქმასაც მოუსმინეთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება სერიოზული ანალიზის შემდეგ მიიღეთ. თუმცა ცხოვრებაში არის მომენტები ,როდესაც გადაწყვეტილება მყისიერად უნდა მიიღო?

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული გეგმის დასახვა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა. თანმიმდევრული მოქმედება და შედეგები ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებს.

ნუ შეგაშინებთ სირთულეები. წარმტებისაკენ მიმავალ რთულ გზაზე კარგ და თავაზიან ადამიანებთან ერთად უხეში და ნეგატიური ხასიათის ადამიანებიც შეგხვდებათ.ნუ მისცემთ მათ საშუალებას წაგართვათ თქვენი საბრძოლო განწყობა და შემართება. ნუ შეხვალთ მათთან კონფლიქტში, ეს ისევ და ისევ თქვენ სამომავლო ინტერესებში შედის. მართეთ თქვენი ემოციები და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

ეცადეთ იყოთ არაორდინალურები და მუდმივად სიახლეები ეძიეთ. არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ სასურველი შედეგის მიღწევისათვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კავშირები საქმიან და ელიტარულ წრეებთან. ეცადეთ ურთიერთობების ჩამოყალიბებას საქმიან და წარმატებულ ადამიანებთან, ოღონდ მნიშვნელოვანი წესი დაცვით: იყავით გულახდილები და ღირსეულები, არანაირი მლიქვნელობა!

შრომიუნარიანობის ამაღლებასა და კარგი გუნება – განწყობილების შესაქმნელად საუკეთესო საშულებაა სპორტი. მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, იყავით ენერგიულები და დაიპყარით სასურველი მწვერვალები.

წარმატებისკენ მიმავალი გზა უმეტეს შემთხვევაში რთულია, ამ გზაზე არის აღმავალი და დაღმავალი სვლები, მთავარია ფსიქოლოგიურად ძლიერები ვიყოთ. ყველაზე ნეგატიურ გამოვლინებასა და წარუმატებლობაშიც კი უნდა ვეძებოთ დადებითი, როგორც იტყვიან ”მედალს ორი მხარე აქვს”. წარუმატებლობის მეორე დადებით მხარე ის არის, რომ იგი გაკვეთილია წარმატების მიღწევისათვის, მისი მიზეზების გაანალიზება დაგვეხმარება სამომავლოდ წარმატების მიღწევაში. იგი უნდა იქცეს გამომწვევად. წარუმატებლობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დასრულებულია და თითქოს მეორე შანსი არ მოგეცემათ. სრულებითაც არა, უბრალოდ ამჯერად არ გაგიმართლათ, ამის მიზეზი შეიძლება იყო უიღბლობა, ობიექტური დაბრკოლება ან თქვენი არასწორი ნაბიჯი. “წარუმატებლობა -ეს უბრალოდ ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალებაა, მაგრამ უფრო ჭკვიანურად” ჰენრი ფონდა. ყველა შემთხვევაში თქვენ ბრძოლა უნდა გააგრძელოთ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ზედიზედ შეიძლება განიცადოთ წარუმატებლობა, მაინც არ უნდა დანებდეთ. არ უნდა ”გატყდეთ” რაოდენ დიდი წარუმატაბელობაც არ უნდა იგემოთ. ცხოვრება გრძელდება და ის თქვენგან მოქმედებას მოითხოვს. არავითარ შემთვევაში არ მიეცეთ მელანქოლიას, დარდს და დარდის ალკოჰოლით გაქარვებას. როგორც მარკ ტვენი იტყოდა: ”ფორტუნა

ნებისმიერი ადამიანის კარზედ აკაკუნებს, მაგრმა ამ დროს ადამიანი, როგორც წესი, უახლოეს ლუდხანაში ზის და არანაირი კაკუნი არ ესმის”. შეიძლება ითქვას, რომ წარმატების გასაღები უშუალოდ თქვენშია, მთავარია მისი სწორად გამოყენება და საჭირო დროს საჭირო კარის გაღება ამ გასაღებით.

კონკრეტული მიზნის მიღწევისას ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანი კონტაქტები, ამიტომ ყოველთვის ეცადეთ შეინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობები. არასოდეს არ დაკმაყოფილდეთ მიღწეულით, ყოველთვის წინსვლაზე იფიქრეთ.

ყოველთვის ეცადეთ გამეძებნოთ საერთო კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. ეს შეიძლება იყოს: საერთო მეგობარი, რაიმე ჰობი ან თუნდაც თემა, რომელიც საინტერესო იქნება როგორც თქვენთვის ასევე მათთვის.

აქტიურად გამოიყენეთ ინტერნეტში პროფესიული სოციალური ქსელები მაგალითად: LinkedIn. აღნიშნულ ვებ-საიტზე მრავალი პროფესიონალია რეგისტრირებული და მათთან ვირტუალური ურთიერთობა საინტერესო და სასარგებლო იქნება თქვენთვის პროფესიული გამოცდილების მიღების და განვითარების მხრივ. მათ შეუძლია გაგიზიარონ საკუთარი გამოცდილება. ან კიდევ შესაძლებელია სწორედ ამ ქსელის საშუალებით დაგიკავშირდნენ თქვენ სამსახური ან საინტერესო საქმიანი წინადადება შემოგთავაზონ. ზოგიერთი კომპანია სწორედ სწორედ ამ საიტზე ეძებს ნიჭიერ ახალგაზრდებს.
საქმიანი ურთიერთობების წარმოებისას და ზოგადად კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი ჩაცმულბის ეტიკეტი. დღევანდელ საზოგადოებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიზუალურ მხარეს. უცნობი ადამიანი, რომელთანაც გასაუბრებაზე მიდიხართ და მომავალში საქმის წარმოება მოგიწევთ, პირველ შტაბეჭდილებას სწორედ თქვენი ჩაცმულობიდან ღებულობს. ეცადეთ სოლიდურად გამოუყურებოდეთ. ამ ფაქტორს განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დიდ კომპანიებში. კორპორატიულ ჩაცმულობაში მთავარი სისადავე დაიცვათ, ასევე მნიშვნელოვანია აქსესუარები : საათი და ჩანთა.

გამომგზავნი/ავტორი: ლევან გოგოხია

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

რა არის წარმატება? უბრალოდ იღბლიანი შემთხვევა, გამართლება თუ თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი. ძნელია ერთი ცალსახა ახსნა, რადგან წარმატება მიიღწევა თავდაუზოგავი შრომის შედეგად და ასევე ზოგ შემთხევევაში იღბალი, გამართელბა განაპირობებს ხოლმე ადამიანის მომავალს. მიუხედავად ამისა, სერიოზული წინსვლის მისაღწევად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. როგორც ***როდი ჯინსი? ამბობდა ”წარმატების საიდუმლო მარტივია: გარკვეული დროის განმავლობაში იშრომე, მოთმინებით და თავდაუზოგავად იღვაწე, შენი […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი