ძლიერი ადამიანის ცხოვრების წესი

0
გსურთ, რომ გახდეთ ძლიერი? – მაშ ყურადღება აქეთ!
ამ პოსტით ვისურვებდი თქვენი ყურადღება მიმეპყრო, რადგან არასდროს დაიჩაგროთ. სხვათა შორის, მეც ახლა ვსწავლობ ხასიათის სიმტკიცისა და ძლიერი ნებისყოფის ჩამოყალიბებას, თუმცა ჯერჯერობით სადღაც ერთი პროცენტით წავიწიე წინ. მნიშვნელოვანია რას ვგეგმავთ საკუთარ თავთან მარტო ყოფნისას და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია როგორ ვიქცევით საზოგადოებასთან ურთიერთობისას. მაგალითად, ერთ დღეს ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა ჩამოვიყალიბოთ ძლიერი ნებისყოფა, თუმცა მეორე წამს კვლავ ძველ ცხოვრებას ვუბრუნდებით… ყოველივე ეს კი დაუფიქრებლობითაა გამოწვეული, ერთ წუთს ნასწავლი მეორე წუთს უკვე დავიწყებული გვაქვს:)
გთავაზობთ “ძლიერი ადამიანის ცხოვრების წესს” კ.ნიშის მიხედვით.
1. ნუ გაექცევით შიშს. გაანალიზეთ იგი და მიიღეთ შიში როგორც მხოლოდ ფიზიკური გრძნობა. შიშს, რომლის თვალებში შეხედვისაც გვეშინია, შეუძლია მოგვკლას. დააკვირდით თქვენს შიშებს და ნუ აჰყვებით მათ. იფიქრეთ მათზე, როგორც ფილმზე, რომელიც კინოში იხილეთ. ის რასაც ეკრანზე უყურებთ, სინამდვილეში არ არსებობს. შიში მოვა და წავა ისევე, როგორც კადრები ეკრანზე. ცხადია თქვენ თვითონ თუ არ ჩაეჭიდებით მას.
2. ნუ იცხოვრებთ წარსულით. გახსოვდეთ არასდროს არის გვიან ცხორების თავიდან დაწყება. მაგრამ იმისთვის, რომ შეიცვალოთ, უნდა განთავისუფლდეთ წარსულისგან. ნუ იცხოვრებთ წარსულის წარუმატებლობითა და დანაკარგების ტვირთით. ეს ყოველივე უკვე წავიდა. იცხოვრეთ დღევანდელი დღით.
3. ნუ შეალევთ ძალებს საკუთარი თავის სიბრალულს. ეს ენერგიის სრულიად უშედეგო ხარჯვაა. საკუთარი თავის სიბრალული, წყენა გაიძულებთ წრეზე იბრუნოთ, კვლავ და კვლავ დაუბრუნდეთ ერთსა და იმავე უსიამოვნო აზრებს. წლობით გულში ნატარებმა სევდამ შეიძლება კიბო დაგმართოთ. სისულელეა ახლა დაისაჯოთ თავი იმისთვის, წარსულში ვიღაცამ გაწყენინათ. განთავისუფლდით წარსულისგან მიტევების საშუალებით. მიტევება ეს თავის დაღწევაა ბოღმისა და ტკივილისგან და პირიქით, მიუტევებლობა დამანგრევლად მოქმედებს თავად ჩვენზე:(ამ უკანსაკნელის შესრულება ჩემთვისაც ძალიან რთულია:)
4. ნუ ჩაებღაუჭებით ცუდ აზრებს. იფიქრეთ და ილაპარაკეთ ყოველთვის იმაზე, რაც კარგია თქვენს ცხოვრებაში. შემოაბრუნეთ თქვენი აზრები პოზიტიური მიმართულებით…
დაბოლოს, დაეხმარეთ სხვებს, ეცადეთ ღირსეულად გამოიყურებოდეთ და მოიქეცით ისე, როგორც იღბლიანიი ადამიანი მოიქცეოდა…
გამომგზავნი/ავტორი: თემურ იკოშვილი

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply