გრიგოლ აბაშიძე

“ძალაუფლება და ადამიანთა შორის მანძილი” გრიგოლ აბაშიძე

ძალა და ხელისუფლება თურმე საოცრად ზრდის მანძილს ადამიანებს შორის, რაც უფრო შორს არის ხალხისგან მბრძანებელი, რაც უფრო მიუწვდომელია და მიუკარებელი, მით უფრო დიდია და არაჩვეულებრივი იგი ხალხის წარმოდგენაში. მაგრამ საკმაოა, ძალა, ხელისუფლება გამოეცალოს მბრძანებელს, რომ მოსაჩვენარი მიუწვდომლობა და განსაკუთრებულობა გაქრეს და იმავე ხალხის წინაშე გაშიშვლებული, დიდებაშემოძარცვული წარსდგეს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თურმე მხოლოდ იმით განსხვავდებოდა მათგან, რომ ხელთ ძალა ჰქონდა და ამ ძალას, დანარჩენებისაგან გამოსაცალკევებლად, რაც შეიძლება შორს და მაღლა დასაყენებლად იყენებდა.

საოცარია, ადამიანები კერპებს თვითონ ქმნიან და თვითონვე ამხობენ. იმ კერპების დამხობისასაც ისეთსავე აღტკინებასა და ტრფობას განიცდიან, როგორც მათზე ლოცვისას განიცდიდნენ და მხოლოდ გვიან გრძნობენ გულის გატეხვას, როცა ყველა სიმაღლე და ბრწყინვალება საბოლოოდ კარგავს ფასსა და მიმზიდველობას.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ძალა და ხელისუფლება თურმე საოცრად ზრდის მანძილს ადამიანებს შორის, რაც უფრო შორს არის ხალხისგან მბრძანებელი, რაც უფრო მიუწვდომელია და მიუკარებელი, მით უფრო დიდია და არაჩვეულებრივი იგი ხალხის წარმოდგენაში. მაგრამ საკმაოა, ძალა, ხელისუფლება გამოეცალოს მბრძანებელს, რომ მოსაჩვენარი მიუწვდომლობა და განსაკუთრებულობა გაქრეს და იმავე ხალხის წინაშე გაშიშვლებული, დიდებაშემოძარცვული წარსდგეს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც თურმე მხოლოდ იმით განსხვავდებოდა მათგან, […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი