ცხოვრების ტკივილი დაკარგვაა. 
ტკივილია,როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავ.
როცა კარგავ წამებს, შესაძლებლობებს, ილუზიები გემსხვრევა და რეალობა გიცრემლებს თვალებს.
როდესაც გიყვარს და თქმა არ შეგიძლია… როცა ხვდები და უკვე გვიანია…
როდესაც ფარდები ეშვება და ცხოვრება შენგან უნებურად გადადის ახალ ეტაპზე…

ცხოვრების ტკივილი დავიწყებაა.
როდესაც ივიწყებენ თქვენს წარსულ ამაგს, მიღწეულ წარმატებას, ავიწყდებათ თქვენთან გატარებული ბედნიერი წუთები
და სიყვარული…

ცხოვრების ტკივილი მარტობაა.
როცა  გვერდით არავინ გყავს… როცა მეგობრებს შენთვის არ სცალიათ.
როდესაც ხვდები,რომ ერთადერთი ადამიანი,რომელიც შენზე ზრუნავს –
შენ ხარ…

ნეტავ ოდესმე შეიცვლება რამე?
იზრუნებენ ადამიანები ერთმანეთზე?
მიხვდებიან ოდესმე ერთიმეორის საჭიროებას?
დააფასებენ?
შეიყვარებენ?

ცხოვრება ჭვავის ყანაა,სადაც ყველანი ვიმკით დათესილს…
ჩვენ გვაქვს მოვალეობები და  განსაზღვრული როლები… გვაქვს საკუთარი გრძნობები და პასუხისმგებლობის გრძნობა…
და თუ ოდესმე ვივიწყებთ მათ, ცხოვრების ტკივილი გვახსენებს თავს: ვიკარგებით, გვივიწყებენ და მარტონი ვრჩებით…

კომენტარები