ცხოვრება

ცხოვრებისეული იგავი, რომელიც ადამიანების უკეთესად შეცნობაში დაგვეხმარება

ერთხელ ბიჭმა მოხუცს ჰკითხა:

– როგორ ვისწავლო ადამიანების ცნობა, – ვის უნდა ვენდო და ვის ვუფრთხილდე?

– ჯერ გეტყვი, თუ ვის უნდა უფრთხილდე, – უპასუხა მოხუცმა. – სიფრთხილე გმართებს გარეგნულად ყველაზე თავმდაბალ ადამიანთან. როცა დაინახავ, რომ ვიღაც ქედს გიხრის, გეხვევა და შენ მიმართ არაჩვეულებრივ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, მას უფრთხილდი ყველაზე მეტად.

– რატომ, მოხუცო? – გაუკვირდა ბიჭს. – ამიხსენით!

– რადგან პირველი ის გიღალატებს! – ამოიოხრა კაცმა.

– აბა, ვის ვენდო? – იკითხა ბიჭმა.

– ენდე მათ, ვინც უბრალოა შენთან და სიმართლეს გეუბნება, როგორიც არ უნდა იყოს იგი. ასეთი ადამიანები პირველები მოვლენ შენს საშველად გასაჭირის დროს. ნამდვილი თავმდაბლობა მუდამ შეუმჩნეველია, ამიტომაც რთულია მისი პოვნა, მაგრამ როცა იპოვი, იგი არასდროს გიღალატებს.“

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთხელ ბიჭმა მოხუცს ჰკითხა: – როგორ ვისწავლო ადამიანების ცნობა, – ვის უნდა ვენდო და ვის ვუფრთხილდე? – ჯერ გეტყვი, თუ ვის უნდა უფრთხილდე, – უპასუხა მოხუცმა. – სიფრთხილე გმართებს გარეგნულად ყველაზე თავმდაბალ ადამიანთან. როცა დაინახავ, რომ ვიღაც ქედს გიხრის, გეხვევა და შენ მიმართ არაჩვეულებრივ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, მას უფრთხილდი ყველაზე მეტად. – რატომ, მოხუცო? – გაუკვირდა […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"