მეგობრობა

ცხოვრებისეული იგავი მეგობრობაზე

ბრძენს ჰკითხეს: – მეგობრობის რამდენი სახეობა არსებობს?

ოთხი – მიუგო მან, – არიან მეგობრები როგორც საკვები, – ყოველდღიურად გჭირდება ისინი.

არსებობენ მეგობრები, როგორ წამალი, მათი საჭიროება მხოლოდ მაშინაა, როცა ცუდად ხართ.

არიან მეგობრები, როგორც დაავადება – ისინი თავად „გეწებებიან“.

მეოთხე ტიპი კი არის მეგობრები, როგორც ჰაერი, – ისინი არ ჩანან, მაგრამ მუდამ შენ გვერდით არიან და სასიცოცხლო დახმარებას გიწევენ.

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი