ჯოან როულინგი

ცხოვრებისეული გამონათქვამები ჯოან როულინგისგან

1. თუ გსურთ გაიგოთ, რას წარმოადგენს ადამიანი, დააკვირდით როგორ ექცევა არა თანასწორებს, არამედ ქვემდგომთ.

2. ამქვეყნად, ბევრი ათეისტი ცხოვრობს ღირსეულად, ბევრი მორწმუნე კი-უღირსად.

3. ჩვენი გადაწყვეტილებები გვაჩვენებენ ვინ ვართ სინამდვილეში და არა ჩვენი შესაძლებლობები.

4. როდესაც ბოროტ პერსონაჟს ქმნი, რომელიც ნამდვილი ფსიქოპატია, მკითხველს აუცილებლად უნდა დაუმტკიცო, რომ ჩადენილი ბუნების საწინააღმდეგო ქმედებები ადრე თუ გვიან, ბოროტს უკანვე დაუბრუნდება. ვოლდემორის შემთხვევაში ეს ნამდვილად არ დამვიწყებია, მაგრამ ალბათ აღარაფერი ეშველებათ იმ უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც მან იმსხვერპლა.

5. შეუძლებელია იცხოვრო ისე, რომ მარცხი არაფერში განიცადო. მე არ ვგულისხმობ ისეთ სიფრთხილეს, რომ მართლაც არასოდეს დამარცხდე. ასეთ მდგომარეობას ცხოვრება კი არა, არსებობა ჰქვია, რაც საამაყო ნამდვილად არაა.

6. ამქვეყნად განსაკუთრებით სიმამაცესა და დიდსულოვნებას ვაფასებ, ფანატიზმამდე აყვანილი სიჯიუტე კი ყველაზე მეტად მძულს.

7. ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი წიგნის წაკითხვა მოასწროთ. ასე ლექსიკონსაც გაიმდიდრებთ და მიხვდებით, როგორ იქმნებიან ლიტერატურული შედევრები.

8. არა აქვს მნიშვნელობა რისთვის არის ადამიანი დაბადებული, მთავარია რა მიზანი ამოძრავებს.

9. დიდი გამბედაობა სჭირდება იმას, რომ მტრებს წინ აღუდგე, მაგრამ ბევრად მეტი სიმამაცეა საჭირო მეგობრების გვერდში დასადგომად.

10. მე მჯერა სასწაულების. მათ კი ვისაც სასწაულების არ სჯერათ, ვერც ვერასოდეს იხილავენ.

კომენტარები