cxovreba

ცხოვრება ღირებულია – ისწავლეთ!
ცხოვრება ღირებულია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. ცხოვრება ღირებულია, თუ ვსწავლობთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიარსებოთ, არამედ იმისათვის რომ შევქნათ რაიმე ღირებული.  ცხოვრება ღირებულია თუ ვსწავლობთ ჩვენი და სხვათა გამოცდილებიდან.  ნუ შეწყვეტთ სწავლას!
ცხოვრება ღირებულია – ეცადეთ!
ცხოვრება ღირებულია, თუ ვცდილობთ დავინახოთ, მოვისმინოთ, წავიკითხოთ, ვეძებოთ შესაძლებლობები. ცხოვრება ღირებულია, თუ გვსურს პროგრესი, სწავლა და განვითარება. ცხოვრება ღირებულია, თუ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.
ცხოვრება ღირებულია – გსურდეთ!
ცხოვრება ღირებულია, თუ არ ვკარგავთ წინვლის სურვილს. თუ გვაღელვებს  შედეგები, ვზრუნავთ საკუთარ განვითარებაზე და მომავალზე – თუ გვსურს ვიყოთ გამორჩეული და დაფასებული.
ცხოვრება ღირებულია – გიყვარდეთ!
ცხოვრება ღირებულია თუ გვიყვარს. ცხოვრება ღირებულია  თუ გვერდში საყვარელი ადამიანები გვყავს, თუ ვაფასებთ მათ და ვუფრთხილდებით. ცხოვრება ღირებულია, თუ ყოველდღიურად, თუნდაც ერთი ადამიანისთვის გვემეტება ღიმილი, ფიქრი და სითბო.
ცხოვრება ღირებულია – ისწავლეთ, ეცადეთ, გსურდეთ, გიყვარდეთ!

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ცხოვრება ღირებულია – ისწავლეთ! ცხოვრება ღირებულია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. ცხოვრება ღირებულია, თუ ვსწავლობთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიარსებოთ, არამედ იმისათვის რომ შევქნათ რაიმე ღირებული.  ცხოვრება ღირებულია თუ ვსწავლობთ ჩვენი და სხვათა გამოცდილებიდან.  ნუ შეწყვეტთ სწავლას! ცხოვრება ღირებულია – ეცადეთ! ცხოვრება ღირებულია, თუ ვცდილობთ დავინახოთ, მოვისმინოთ, წავიკითხოთ, ვეძებოთ შესაძლებლობები. ცხოვრება ღირებულია, თუ გვსურს […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი