ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორსაც ჩვენ ვქმნით მას – მერლინ მონრო ცხოვრების შესახებ

0

ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორსაც ჩვენ ვქმნით მას.

ეს ჭეშმარიტებაა, თუმცა აზრი არა აქვს იმაზე ფიქრს, თუ როგორ მოვაწყოთ იგი: როგორ ვიცხოვროთ, ვისთან ვიმეგობროთ და ვის დავუდგეთ გვერდში.

ადამიანები მოდიან ჩვენს ცხოვრებაში და ისევ მიდიან, მაგრამ მხოლოდ ისინი, რომლებიც მუდმივად რჩებიან არიან ჩვენი ნამდვილი მეგობრები. შენც ეცადე, რომ არასოდეს მიატოვო ისინი…

ასევე მსურს გახსოვდეთ, რომ დები და ძმები ჩვენი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო მეგობრები არიან . . .
რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს: ისინიც ხშირად მოდიან ჩვენს ცხოვრებაში და ხშირადვე მიდიან… არა, არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ მათი უმეტესობა გულს გვტკენს, თუმცა შენ, ამის გამო, არ უნდა დანებდე, რადგან თუ ასე მოიქცევი და ბრძოლას შეწყვეტ, დიდი შანსია , რომ ვერასოდეს იპოვნი შენს ნამდვილ სიყვარულს… ვერასოდეს იპოვნი ადამიანს, რომელიც ნამდვილად შეგიყვარებს და ყველაფერს გაიღებს შენთვის…

ფაქტი, რომ ერთხელ არ გაგიმართლა, სულაც არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერში გაგიმართლებს… სცადე კიდევ და კიდევ, გააგრძელე გზა, ნუ შეწყვეტ ბრძოლას და ყოველთვის გჯეროდეს საკუთარი თავის…
თავად თუ არ გჯერა საკუთარი შესაძლებლობების, აბა სხვა ვინ დაიჯერებს? დაფიქრდი ამაზე…
ასე, რომ თავი მაღლა ასწიე და ნუღარასოდეს დახრი მას და რაც ყველაზე მთავარია: მუდამ გაიღიმე, რადგან ცხოვრებაში ყოველთვის არის რაღაც , რისთვისაც ნამდვილად ღირს ასე მოიქცე..

თარგმანი: 4motivi.com

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply