ცხოვრებას ახლა რომ ვიწყებდე

ვისაუბრებდი ნაკლებს, მოვისმენდი მეტს.

კვლავ დავპატიჟებდი მეგობრებს სადილად და სულაც არ ვიფიქრებდი იმაზე, ხალიჩა დალაქვდებოდა თუ სავარძელი.’

სიამოვნებით მივირთმევდი ბატიბუტს მისაღებ ოთახში და საერთოდ არ ვიდარდებდი ბუხარში ცეცხლის დანთებისას გაჩენილ მტვერზე.

უფრო მეტ დროს დავუთმობდი ბაბუას ახალგაზრდობის ამბების მოსმენას.

არასოდეს დავიჟინებდი ავტომობილის ფანჯრების აწევას, იმ შემთხვევაშიც კი თუ განსაკუთრებული ვარცხნილობა მექნებოდა.

დავანთებდი ვარდისფერ სანთელს და კარადაში უფუნქციოდ დებისგან აღარ დავადნობდი.

შვილებთან ერთად ბალახზე წამოვწვებოდი, მიუხედავად იმისა დალაქავდებოდა თუ არა სამოსი.

მეტად გავიზიარებდი ჩემი ქმრის პასუხისმგებლობებს.

როდესაც თავს ცუდად ვიგრძნობდი, დასაძინებლად წავიდოდი.

ორსულობის დროს 9 თვის მალე გასვლაზე აღარ ვიფიქრებდი, უბრალოდ დავტკბებოდი იმის გაცნობიერებით, რომ ჩემში საოცრება იზრდებობდა და მე ღმერთს სასწაულში ვეხმარებოდი.

როდესაც ჩემი შვილები მომეფერებოდნენ, არასდროს ვეტყოდი – ,,მოგვიანებით, ახლა კი წადით, ხელები დაიბანეთ და სადილისთვის მოემზადეთ.’’

უფრო ხშირად ვიტყოდი სიტყვებს: მიყვარხარ, მაპატიე.

გამოვიყენებდი ყოველ წუთს.

ემა ბომბეკი

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები