ცნობილი გამონათქვამები ბედნიერებაზე

  •  ,,ათასობით სანთელი შეიძლება აინთოს ერთი სანთლით ისე ,რომ ეს სანთელი მაინც იგივე დროში დაიწვება. ბედნიერება გაზიარებით არ მცირდება.”ბუდა
  • ,,ბედნიერება,რაც არ  გვაქვს, იმის მიღებით კი არ მოდის , არამედ იმისი შემჩნევითა და დაფასებით რაც გვაქვს.’’უცნობი ავტორი
  • ,,თუ არ ფიქრობ,რომ  ეს დღე მშვენიერია ,უბრალოდ სცადე რომ დაივიწყო იგი.– ზიგ ზიგლარი
 
  • ,,იყო ბედნიერი არ ნიშნავს იმას ,რომ შენს გარშემო ყველაფერი სრულყოფილია. ეს ნიშნავს,რომ გადაწყვიტე თვალი აარიდო ყველაფერ იმას,რაც არასრულყოფილად გეჩვენება.– უცნობი ავტორი
 
  • ,,ჩემს თავს ვეკითხები, თუ ბოლოს როდის ვიგრძენი თავი ყველაზე კარგად, როდის გამეცინა ყველაზე გულიანად და როდის ვგრძნობდი თავს ყველაზე ბედნიერად. თუმცა ყველა ამ კითხვაზე პასუხი ერთია: მაშინ როდესაც შენთან ერთად ვიყავი.“უცნობი ავტორი
 
  • ,,ბედნიერება ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი და მნიშვნელობაა.“– არისტოტელე
 
  • ,,იყო ბედნიერი ნიშნავს, არ შეწყვიტო   იმის ფიქრი, რომ  ბედნიერი ხარ.“ პალმერ სონდრეალი.
 
  •  ,,არ არსებობს ბედნიერებაზე უკეთესი კოსმეტიკა“. მარგარეტ ბლესინგტონი
 
  • ,,გიყვარდეს და უყვარდე – არ არსებობს ამაზე მეტი ბედნიერება ამ ქვეყანაზე.” – ჯორჯ სენდი
 
  • ,,ბედნიერება კოცნას წააგავს. უნდა გაუზიარო სხვას,რომ შენც ისიამოვნო მისით.”– რობერტ მიულერი
 
  • „ადამიანები ბედნიერების ძებნის სხვადასხვა გზებს ირჩევენ და ის ფაქტი,რომ ზოგჯერ ბედნიერება ჩვენს არჩეულ გზაზე არ არის, სულაც არ ნიშნავს  იმას,რომ გზა შეგეშალა ან დაიკარგე.“ჯექსონ ბრაუნი
 
  • ,,ამქვეყნად არაფერს არ შეუძლია ბედნიერება მოგიტანოს, შენი თავის გარდა.“ – რალფ უალდო ემერსონი
  • ,,თუ გინდა იცხოვრო ბედნიერი ცხოვრებით, გახადე ბედნიერება შენი ცხოვრების მთავარი მიზანი.”– აბრაამ ლინკოლნი
 
  •  ,,ბედნიერება ჩემი ცხოვრების საუნდრეკია.” – გრეი ლივინგსტონი.
 
  • ,,ნამდვილად მაშინ ხარ ბედნიერი ,როდესაც გრძნობ რომ შეგიძლია მისწვდე ვარსკვლავებს ისე,რომ ფეხის წვერებზეც კი არ დადგე.” – უცნობი ავტორი

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

 ,,ათასობით სანთელი შეიძლება აინთოს ერთი სანთლით ისე ,რომ ეს სანთელი მაინც იგივე დროში დაიწვება. ბედნიერება გაზიარებით არ მცირდება.”– ბუდა ,,ბედნიერება,რაც არ  გვაქვს, იმის მიღებით კი არ მოდის , არამედ იმისი შემჩნევითა და დაფასებით რაც გვაქვს.’’– უცნობი ავტორი ,,თუ არ ფიქრობ,რომ  ეს დღე მშვენიერია ,უბრალოდ სცადე რომ დაივიწყო იგი.”– ზიგ ზიგლარი   ,,იყო ბედნიერი არ ნიშნავს […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი