მზის ჩასვლა

ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები

კარდინალ რიშელიეს ბოლო სიტყვა:”გააჩერეთ საათი! მე იგი წუთებს მითვლის”.

საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი ხელაია: “სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის! გული – სამშობლოს! მძორი ჯალათებო, თქვენია და რაც გინდათ ის უყავით მას”.

ისააკ ნიუტონის ეპიტაფია: “ეს მარმარილოს ლოდი აღიარებს ისააკ ნიუტონს მოკვდავად, მაშინ როცა დრო, ბუნება და ზეცა მის უკვდავებას ადასტურებს”

მიხეილ ჯავახიშვილის ეპიტაფია წერაქვში სიმბოლურ ქვაზე: “აქ არ განისვენებს მიხეილ ჯავახიშვილი, აქ მისი სული ტრიალებს”.

ბეკეტის ერთ-ერთი გმირის ეპიტაფია: “აქ განისვენებს ის, ვინც იმდენჯერ გაექცა სიკვდილს, რომ საბოლოოდ მხოლოდ ახლა გათავისუფლდა”.

ალ კაპონე: “გვედრებ შეწყალებას იესო.”

პიკასო: “მხატვრობა ჯერ კიდევ გამოსაგონებელია.”

ბავარიელი ყაჩაღის მათიას კნაისლის სიტყვები, თავისი სიკვდილის განაჩენის მოსმენის შემდეგ:  ”D’Woch fangt scho guad o” ( “ეს კვირაც რა კარგად იწყება!”)

Eazy E-ს საფლავის ქვაზე წერია ესეთი რამ: We loved him, but God has Loved him more; (ჩვენ ის გვიყვარდა მაგრამ ღმერთს უფრო ყვარებიაო).

ემიგრაციაში გარდაცვლილი კოკი დადიანის საფლავს აწერია: ”მითხარ შენდობა და ჩემს მხარესა, როცა უამბობ ამბებს მწარესა, სთქვი, რომ იხილე წარწერა ლოდზე:”ძვლებიც კი ჰფიქრობს საქართველოზე”.

ნ. დუმბაძე: “ არაფერი არ თქვათ ბიჭებო!”

ედგარ პო: “ღმერთო უშველე ჩემს საწყალ სულს”

კალიგულა: “მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ! “

ელვის პრესლი: “ძვირფასო, მე ახლა სააბაზანოში შევალ და წავიკითხავ.”

ჩეხოვი: “რა ხანია შამპანური არ დამილევია.”

ვან გოგი: “La tristesse durera toujours” (გლოვა მუდმივად იქნება)

მოცარტი: ” სიკვდილის გემო ჩემს ენაზეა, ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს!”

ვ ო ლ ტ ე რ მ ა სიკვდილის წინ თავის პირად მდივანს გადასცა შემდეგი აღსარება: “მე ვკვდები ისე, რომ თაყვანს ვცემ ღმერთს, მიყვარს ჩემი მეგობრები და არ მძულს მტრები, მაგრამ მეზიზღება ძალმომრეობა.”

ბეთჰოვენი: “ტაში დაუკარით, მეგობრებო, კომედია დამთავრდა…“

ბაირონი: “ახლა მე დაძინება მჭირდება.“

ნაპოლეონის მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“.

იაგოდა – საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს . იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის“.

უინსტონ ჩერჩილი – ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“

ლეონარდო და ვინჩი: ”მე შევარცხვინე ღმერთი და ხალხი, რადგან ჩემმა გამოგონებებმა ვერ მიაღწიეს დონეს,საითკენაც მე ვისწრაფოდი”

ჯორჯ ვაშინგტონი: ”ექიმო მე არასოდეს არ მოვკვდები, მაგრად არა იმიტომ რომ მეშინია”

ლუდოვიკო მეთოთხმეტე (მეფე-მზე): “რა გატირებთ, ნუთუ ფიქრობდით რომ მე უკვდავი ვიყავი?!”

ეპიტაფია ენდრიუ კარნეგის საფლავზე: “აქ განისვენებს ადამიანი, რომელსაც შეეძლო ირგვლივ თავისზე ჭკვიანი ადამიანები შემოეკრიბა“.

ნერონი: ”როგორი დიდებული მსახიობი ვკვდები.”

ჰენრი ჰაინე: “ღმერთი მე მაპატიებს, რადგან ეს მისი სამუშაოა.”

სომერსეტ მოემი: ”სიკვდილი მოსაწყენი საქმეა,მე გირჩევთ რომ არასოდეს არ მოკვდეთ.”

ვიქტორ ჰიუგო: ”შავ სინათლეს ვხედავ.”

ოგიუსტ ლიუმერი: ”ჩემი ლენტა მთავრდება.”

ჯეკ დანიელი: ”უკანასკნელად დამალევინეთ,გთხოვთ.”

ბობ მარლი: ”ფულით ცხოვრებას ვერ იყიდი.”

ალექსანდრე დიუმა: ”მე არ ვიცი თუ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი.”

ო’ჰენრი: “აანთეთ სინათლეები, არ მსურს სიბნელეში სახლში წასვლა.”

წყარო

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

კარდინალ რიშელიეს ბოლო სიტყვა:”გააჩერეთ საათი! მე იგი წუთებს მითვლის”. საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი ხელაია: “სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის! გული – სამშობლოს! მძორი ჯალათებო, თქვენია და რაც გინდათ ის უყავით მას”. ისააკ ნიუტონის ეპიტაფია: “ეს მარმარილოს ლოდი აღიარებს ისააკ ნიუტონს მოკვდავად, მაშინ როცა დრო, ბუნება და ზეცა მის უკვდავებას ადასტურებს” მიხეილ ჯავახიშვილის ეპიტაფია წერაქვში სიმბოლურ ქვაზე: “აქ […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი