ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უნატრია ჰქონოდა ცვლილებების შესაძლებლობა ან ეპოვნა ადამიანი,რომელიც ხელს შეუწყობდა გამხდარიყო უკეთესი. ალბათ დიდი სიხარულით მივიღებდით ადამიანს, დიდი წიგნით ხელში, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ყველა საიდუმლო,რისი ცოდნაც გვჭირდება საკუთარ თავზე,ჩვენს მიზნებზე და რაც მთავარია იმაზე, თუ როგორ შევძლოთ დასახული მიზნის მიღწევა. ვინ იცის, იქნებ ეს სტატია დაგეხმაროთ ამაში.

უპირველესად, აუცილებელია განვსაზღვოთ ის თუ რა გვსურს,თუმცა მთავარი ის არის,რომ ვისწავლოთ საკუთარი სურვილების მიზნებისაგან გარჩევა. მაგალითად: მე მინდა ვიყო ჯანმრთელი,მხოლოდ ოცნებაა, სანამ მას შესაბამის ფორმას არ მისცემთ და არ დაუფიქრდებით რას გულისხმობთ უფრო კონკრეტულად. მე მინდა ყოველდღიურად შევძლო ვარჯიში, რათა ფორმაში ჩავდგე ეს უკვე მიზანია, რომელიც მხოლოდ დაგეგმავასა და მოქმედებას საჭიროებს. ამრიგად, წესი ნომერი 1 – კარგად გაერკვიეთ რა გსურთ.

მას შემდეგ,რაც დავფიქრდებით რა გვინდა, ვხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე რთულადაა, როგორც გვეგონა, თუმცა, სწორედ მაშინ, როცა ვიწყებთ ფიქრს,როგორ შევასხათ ხორცი ჩვენს გეგმებს, თავს იჩენს ის,რაც კაცობრიობას დასაბამიდან მოგვდგამს და გვართმევს შესაძლებლობებს. დიახ,ეს ეჭვია,რომელიც ჯერ დაბლა სწევს ადამიანის თვითშეფასებას, გაღრმავების შემთხვევაში კი საერთოდ აქრობს მას(წარმოგიდგენიათ როგორია ასეთი ადამიანი? მე წარმოდგენაც არ მსურს.). თუკი გაბედეთ და დაფიქრდით იმაზე რა გინდათ სინამდვილეში,ბოლომდე გაყევით ამ რთულ გზას და ის აუცილებლად მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე,უმოქმედობაც დიდი რისკია და თუკი გარისკვა გარდაუალია,რატომ უნდა მოცდეთ უშედეგოდ?. დაარწმუნეთ საკუთარი თავი,რომ შეგიძლიათ,გაიხსენეთ ადამიანები,რომელთაც ეს გზა უკვე გაიარეს, გადახედეთ,როგორ უმკლავდებოდნენ ისინი სირთულეებს და არ შეწყვიტოთ ოცნება,რომ ერთ დღესაც აუცილებლად იგემებთ საწადელს. მაშ ასე, წესი ნომერი 2 – განიმტკიცეთ საკუთარი თავის რწმენა, ან სულაც აიძულეთ საკუთარ თავს ისწავლოს თქვენი ნდობა. სულ რომ არაფერი, თქვენ ხომ ერთადერთი ხართ, ვინც მას არასოდეს ტოვებს მარტო 😀 ,,არსებობს რაღაც რასაც შეუძლია ყველაფერი შეგვაძლებინოს და ეს საკუთარი თავის რწმენაა“, ეს სიტყვები ჯოან როულინგს ეკუთვნის ქალს,რომელმაც კარგად იცის რა ძალა აქვს თვით მოტივაციასა და საკუთარი ძალების რწმენას.

და ბოლოს, მოქმედება, ის ,რასი მეშვეობითაც მატერიალიზდება ჩვენი მიზნები. ბრაიან ტრეისი, კომპანია ,,Brian Tracy International” მმართველი და ,, მიზნების განხორციელების ექსპერტი“ ხშირად გვირჩევს წინასწარ დავგეგმოთ ყოველი დღის სამოქმედო გეგმა, სწორად დავგეგმოთ დრო, ვინაიდან, მისივე თქმით ის ვინც სწორად მართავს დროს, სწორად მართავს თავის ცხოვრებას. ნუ დაიძინებთ ძალიან გვიან, ადექით ადრე, ხშირად დაისვენეთ დამღლელი სამუშაოს შემდეგ და განსაზღვრეთ რისი გაკეთება გჭირდებათ იმისთვის, რომ მიაღწიოთ მიზანს. წესი ნომერი 3 – იმოქმედეთ უშიშრად, ისე თითქოს წარმატება გარანტირებულია  😀

აქვე, ხშირია შემთხვევა, როცა კარგად ვიცით რისი გაკეთება გვჭირდება, რომ ჩვენი მიზნები რეალობად ვაქციოთ, თუმცა თავს ვიკავებთ, ვინაიდან სხვა ადამიანთა რჩევებსა თუ შეზედულებებს შესაძლებლობას ვაძლევთ ჩაერიონ ჩვენს ცხოვრებაში და გვავიწყდება, რომ ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით რა შეგვიძლია, თუმცა იმდენად არ გვწამს საკუთარი თავის, რომ სხვა ადამინი ერევა იმაში რაც რეალურად მხოლოდ ჩვენი ცხოვრების ნაწილია. აი, ისევ თვითრწმენამდე მოვედით, ამიტომაც ნება მომეცით ზემოთ აღნიშნულ წესებს კიდევ ერთი შევმატო, მაშ, წესი ნომერი 4 – კარგად დაიმახსოვრეთ სამივე წესი, განსაკუთრებით კი წესი ნომერი 1, ვინაიდან, ,,მნიშვნელობა არ აქვს გჯერათ საკუთარი წარუმატებლობის თუ დიდი წარმატების, ორივე შემთხვევაში მართალი ხართ“.

დაასრულეთ გამუდმებული ბრძოლა საკუთარ თავთან, შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი რა არ შეგიძლიათ და იფიქრეთ იმაზე რა გინდათ, რომ შეძლოთ, გუშინდელი დღე წარსულია, რომელმაც დღევანდელი დღე მოგვცა იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ მოქმედება და ხვალინდელი, რათა მიღებული შედექით დავტკბეთ. დრო რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდით უკვე დადგა, დრო, როცა თქვენი ცხოვრება თქვენივე პასუხისმგებლობით უნდა მართოთ უკვე დადგა, უკვე ცვლილებების დროა. . .

P.S იმედი მაქვს მიხვდით,რომ თავში აღნიშნული ,,დიდი წიგნი“, ყველა საჭირო საიდუმლოთი,ჩვენი გონებაა,რომელიც მრავალფეროვნად აზროვნებს და რომ შეეძლოს, დარწმუნებული ვარ გვეტყოდა, რომ დროა იგი პოზიტივითა და იმედებით შევავსოთ. წარმატებულ და სასიამოვნო ცვლილებებს გისურვებთ.

ავტორი: ნელი გოგინავა

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უნატრია ჰქონოდა ცვლილებების შესაძლებლობა ან ეპოვნა ადამიანი,რომელიც ხელს შეუწყობდა გამხდარიყო უკეთესი. ალბათ დიდი სიხარულით მივიღებდით ადამიანს, დიდი წიგნით ხელში, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ყველა საიდუმლო,რისი ცოდნაც გვჭირდება საკუთარ თავზე,ჩვენს მიზნებზე და რაც მთავარია იმაზე, თუ როგორ შევძლოთ დასახული მიზნის მიღწევა. ვინ იცის, იქნებ ეს სტატია დაგეხმაროთ ამაში. უპირველესად, აუცილებელია განვსაზღვოთ ის თუ […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი