ლუტჯენსი

ჩვენ თქვენს გვერდით ვართ – ამერიკული დროშა გერმანულ გემზე

წერილი რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, ახალგაზრდა საზღვაო ფლოტის ოფიცერმა მისწერა თავის მშობლებს. ეს პატარა წერილი მოგვითხრობს ერთ ამაღელვებელ ამბავზე, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მოხდა, ამერიკული საზღვაო ფლოტის გემზე “იუნსტონ ჩერჩილი”.ძვირფასო მამა,
ჩვენ ისევ ზღვაში ვართ. ჩვენი პორტში დაბრუნება გადადებულია. ტერორიზმის საფრთხის გამო, მთელი დღე სრულ მზადყოფნაში ვიმყოფებით. ვნახეთ სტატიები და ფოტოები ტერაქტის შესახებ. სრულ იზოლაციაში მყოფნი, არ ვფიქრობ რომ სრულად განვიცდით იმას, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება, თუმცა მის ეფექტებს აშკარად ვგრძნობთ.
დაახლოებით 2 საათის წინ, გერმანული საზღვაო გამანადგურებელი, ლუტჯენსისგან სალამი მივიღეთ. ისინი გვთხოვდნენ ნება მიგვეცა, ჩვენს ახლოს გაევლოთ. უცნაურია, ჩვენ ხომ ოკეანის შუაგულში ვდგავართ.. თუმცა ჩვენმა კაპიტანმა დართოთ ნება და მოემზადა სტუმრების გასატარებლად. როდესაც მათი გემი მოგვიახლოვდა, ბორტის ოფიცერმა, რომელიც ჭოგრიტით გასცქეროდა გერმანელთა გამანადგურებელს გვამცნო, რომ მათ ანძაზე გერმანულის ნაცვლად ამერიკული დროშა ფრიალებდა. როდესაც “ლუტჯენსმა” გვერდით ჩაგვიარა, საოცარი სურათი ვიხილეთ: გერმანელთა გემის ანძაზე ამერიკის დროშა ფრიალებდა, თავად ეკიპაჟის წევრები უნიფორმებში ჩაცმული მწყობრად იდგნენ გემბანის გასწვრივ, ყველანი ჩუმად იყვნენ და ხელში აბრა ეჭირათ, რომელზეც ეწერა: “ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.”
ჩვენს გემზე ყველა ტიროდა. გერმანელები რამოდენიმე წუთის განმავლობაში იდგნენ ჩვენს გასწვრივ და გვესალმებოდნენ. ყველაზე საოცარი რამ იყო, რაც კი ცხოვრებაში მინახავს. გერმანულმა ეკიპაჟმა გასაოცარი რამ გააკეთა, ეს ყველაზე ამაღელვებელი წამები იყო, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომ დღეებში. საოცარია ფიქრი იმაზე, რომ ნახევარი საუკუნის წინათ, ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო.
როდესაც “ლუტჯენსი” თვალს მიეფარა, ერთ-ერთმა გენბანის ოფიცერი, რომელიც წლის ბოლოს საღვაო ფლოტის დატოვებას აპირებდა, ჩემსკენ შემოტრიალდა და მითხრა: “მე ფლოტში ვრჩები.” მოგწერთ მოგვიანებით, როდესაც მეცოდინება როდის დავრუნდები სახლში, ამ დროისთვის მხოლოდ ეს იყო.
მიყვარხართ.
4motivi.com

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

წერილი რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, ახალგაზრდა საზღვაო ფლოტის ოფიცერმა მისწერა თავის მშობლებს. ეს პატარა წერილი მოგვითხრობს ერთ ამაღელვებელ ამბავზე, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მოხდა, ამერიკული საზღვაო ფლოტის გემზე “იუნსტონ ჩერჩილი”.ძვირფასო მამა, ჩვენ ისევ ზღვაში ვართ. ჩვენი პორტში დაბრუნება გადადებულია. ტერორიზმის საფრთხის გამო, მთელი დღე სრულ მზადყოფნაში ვიმყოფებით. ვნახეთ სტატიები და ფოტოები ტერაქტის შესახებ. სრულ […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი