შესაძლებელია თუ არა გამოვიყენოთ დეპრესიული მდგომარეობა ჩვენს სასარგებლოდ?!

0

„დეპრესიამ თუკი მოგაკითხათ,მყისვე მის გაგდებას ნუ ეცდებით,გაუმასპინძლდი როგორც სტუმარს და მიაყურადე.მას,უეჭველად რაღაცის თქმა სურს.“

სტატისტიკის მიხედვით მოსახლეობის 15-20 % დეპრესია აქვს. დეპრესია ნიშნავს დამძიმებულ და სევდიან ხასიათს. ადამიანს ეუფლება პესიმისტური აზრები. ფიქრობს,რომ მისი ადგილი აღარ არის სამყაროში და უიმედო ფიქრებით იტანჯება.რა თქმა უნდა ეს სამწუხარო რეალობაა,თუმცა ამჯერად მინდა სხვა კუთხით განვიხილო ეს საკითხი და ვეცდები დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა იგრძნონ უკეთესად თავი და ამ საკითხზე თავადაც დაფიქრდნენ.
თუ ჩვენ გავიაზრებთ დეპრესიის გამო რამდენ ძვირფას წუთს ვკარგავთ ცხოვრებაში,რამდენ ლამაზ მოვლენას და ამბავს ვუგულვებელყოფთ ჩვენს გარშემო,რამდენ კარგ საქმეს ვერ ვაკეთებთ,ნამდვილად დაგვწყდება გული. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ეს მდგომარეობა გამოვიყენოთ ჩვენდა სასიკეთოდ და ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ დეპრესიასთან გამკლავება ?

ვფიქრობ, შესაძლებელია.დეპრესიაში მყოფი ადამიანი ყველაფრის მიუხედავად ხვდება,რომ არსებობს მიზნები და სურვილები, რომელთაც ჩვენ იმის გამო ვერ ვასრულებთ რომ დეპრესიაში ვართ. ასეთ წუთებში ადამიანი ხვდება,რომ ასეთი ყოფა არ არის მისთვის სასურველი.არ მოსწონს უიმედობა,პესიმიზმი.არ იცის როგორ, თუმცა სურს ასეთ მდომარეობას დროულად დააღწიოს თავი.ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დეპრესია ძალიან ცუდია.ის გვასწავლის,რომ ცუდ დღეებს არ უნდა მოვუბრუნდეთ.ვხვდებით, რომ სახლში უმოქმედოდ ყოფნა და სასოწარკვეთა ძალიან ცუდია.ვხვდებით,რომ ასეთ დროს მხოლოდ საკუთარ ძალებს შეუძლია ჩვენი გამოყვანა მდგომარეობიდან. ვხედავთ, რომ სამყარო წინ მიდის სანამ ჩვენ დეპრესიას ვებრძვით და ვიტანჯებით.დეპრესია გვასწავლის,რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ ასეთ ცხოვრებას,ჩვენ წარმატებისთვის ვართ შექმნილი.

ამიტომ თუ დეპრესიას ჭიქა ღვინოს შევთავაზებთ, ის გულახდილი იქნება და გვეტყვის, რომ ირჩევს ისეთ ადამიანებს,რომლებთაც ნაკლები ბრძოლის უნარი აქვთ.გეტყვით,რომ ძლიერი ადამიანებს გაურბის და არასდროს მიდის მათთან.გეტყვით, რომ დეპრესია იმის ნიშანია,რომ თქვენ არ ხართ იქ, სადაც უნდა იყოთ,არ იმყოფებით მათთან ვისთანაც უნდა იყოთ და არ ემსახურებით საყვარელ საქმეს ! რადგან ადამიანი რომელიც საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იმყოფება, ყოველ დღე არის მოქმედებაში და აკეთებს საყვარელ საქმეს – არასდროს ვარდება დეპრესიაში.

ე.ი ჩვენ ვალდებულები ვართ გვქონდეს საყვარელი საქმე,გვყავდეს საყვარელი ადამიანები და ვცხოვრობდეთ ლამაზი ცხოვრებით.ასეთი ცხოვრების შესაქმნელად კი უნდა ვიბრძოლოთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი,არ უნდა მივეცეთ დეპრესიას. ჩვენ საკუთარი თავის მიმართ პროგრამა მაქსიმუმი უნდა დავაწესოთ  და მისი შესრულება ნებისმიერი დაბრკოლების შემთხვევაში შევძლოთ.

ხშირად გვსმენია რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ის უიმედოდ არ უნდა გავლიოთ,პირიქით, ნაყოფიერად ვიცხოვროთ – ეს შეგონება შეიძლება სტერეოტიპულად მოგვეჩვენოს,მაგრამ თუ დავუფიქრდებით, ეს სიტყვები, სიმართლეა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეა მორგებული. ამიტომ,როგორც კი, დეპრესია შემოგვიტევს, მაშინათვე მოვკიდოთ ჩვენს საყვარელ საქმეს ხელი,რომელიც გვაქვს ან არ გვაქვს,მაგრამ უკვე დიდი ხანია გვინდა რომ გვქონდეს. ნუ დაველოდებით დეპრესიას,ვეცადოთ, ვიცხოვროთ აქტიური ცხოვრებით. გვქონდეს სასურველი მიზნები და ყოველ დღე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდეთ ჩვენს ოცნებებს. ჩავკიდოთ ჩვენს საყვარელ ადამიანს ხელი და ვიპოვოთ სამყაროში მდინარის ნაპირი,რომელსაც ვუამბობთ ჩვენს ფიქრებს და შინ ახალი შემართებით დავბრუნდებით.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply