შენი თვალები…მწვანე,ხასხასა…ჭაობისფერი…ხან ფერი ქარვის…
შენთან ყოფნის დრო ისე ცოტაა…უშენობისას დრო ისე გარბის…
შემოიჭრები ფიქრთა მორევში,
გულს ააძგერებ სულ სხვა რითმებით,
დაუოკებლად ღლი აღტაცებას,
მარტის ამინდით კვლავ მოირთვები.
ბგერებს ეძებდა ყრუ მებარბითე,
დამუხტულ ჰაერს აპობდა ორბი,
სიზმრებს გვიხსნიდა მუცლითმეზღაპრე
როცა გიხმობდი კვნესით და ბორგვით…
გაშეშებული იდგა მარტის თვე,
ავდარს იცვლიდა დარი და დარი,
თითქოს ველოდით შემოღამებას,
თითქოს გვისმენდა უტყვი ჭადარი…
შენი თვალები…ხასხასა მწვანე…ჭაობისფერი…ხან ფერი ქარვის…
შენთან ყოფნისას დრო კვლავ ცოტაა…უშენობისას დრო ისევ გარბის…

გამომგზავნი/ავტორი:ლაშა ჩხაიძე

კომენტარები