ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან!

0

მოგესალმებით.

გაინტერესებთ ალბათ  ვინ ვარ..

მე ვარ ყველგან და ყველაფერში.

მე ვარ ყველასთვის მიუხედავად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსისა.

ჩემი არსებობისთვის ძალიან პატარა მიზეზია საჭირო, თუმცა უმიზეზოდაც შემიძლია არსებობა-ეს თქვენზეა დამოკიდებული.

მე ყველა მეძებს მაგრამ ვერ ვხვდები რატომ ცდილობენ ადამიანები დახარჯონ დრო და ენერგია ჩემს ძებნაში მაშინ როდესაც მათ გვერდით ვარ. ალბათ,  სიბრმავისა და მოჭარბებული დროის ბრალია. ხანდახან იმდენად იბრმავებთ თავს, სახეში რომ მწარე სილა გაგაწნათ მაინც ვერ დამინახავთ.

მე თქვენში ვარ მაგრამ გულმოდგინეთ მმალავთ და სხვაგან მეძებთ. შემდეგ კი სხვებს აბრალებთ ქურდობას ჩემი მოპარვისთვის. გასაკვირია ადამიანებო, რატომ იტყუებთ თავს.

ჰკითხეთ პატარებს ჩემს შესახებ. ისინი ყველაზე კარგად მიცნობენ და მერწმუნეთ , თქვენსავით ფუჭად არ ხარჯავენ დროს ჩემს ძებნაში. მათ ზუსტად იციან სად ვარ და მარტივად მპოულობენ თქვენგან განსხავავებით. მიბაძეთ მათ- ნუ შეგრცხვებათ იმის, რომ ასაკით დიდმა პატარა ბავშვს ჰკითხოს  გრძნობების შესახებ.  პატარები გულწრფელად გიპასუხებენ კითხვაზე, ტყუილის გარეშე და რაც მთავარია, მათ იციან ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი გრძნობების შესახებ.

მე შემიძლია შევცვალო თქვენი ცხოვრება. შემიძლია მოგწყვიტოთ რეალობას, გადაგისროლოთ ოცნების მორევში, შეგაჩვიოთ ღიმილს, დაგავიწყებინოთ საკუთარი თავი.

ჩემი დანახვა თვალებშია შესაძლებელი-ადამიანთა თვალებში.

მე ვარ ყოველთვის, ყოველ დროს , ყოველგან!

მე ვცხოვრობ დროში, წუთში, წამში და რაც მთავარია, თქვენში.

ნუ ჩამკეტავთ, გამიღეთ კარი და დაინახეთ მსოფლიო ჩემი თვალით.

დიახ, დიახ.

მე ბედნიერება ვარ .

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

"ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე, რომ არაფერი გაბადია. "

Leave A Reply