უნიკალური

ყველანი განსაკუთრებულები და უნიკალურები ხართ !

ერთხელ ერთ ცნობილ პროფესორს ლექცია  მიჰყავდა ერთ უზარმაზარ, ხალხით სავსე დარბაზში. საუბარი ყოველი ადამიანის სიცოცხლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეხებოდა. 5 წუთიანი შესავლის შემდეგ პროფესორმა ჯიბიდან 100 დოლარიანი ამოიღო და აუდიტორიას შეეკითხა:

– ვის სურს,რომ  100 დოლარი ვაჩუქო ?

ხალხს გაეცინა და ყველამ უყოყმანოდ აიწია ხელი.

– ძალიან კარგი – გაეღიმა პროფესორს.შემდეგ კი 100 დოლარიანი ხელში მოჭმუჭნა და ისევ იგივე კითხვა გაუმეორა აუდიტორიას:

– კიდევ სურს ვინმეს, რომ ვაჩუქო ეს ფული?

ხალხმა კვლავ უყოყმანოდ აიწია ხელი.

– კარგით – თქვა პროფესორმა და ახლა ფული ძირს დააგდო და ზედ ფეხებით გადაუარა. შემდეგ კი ხელში აიღო, ჭუჭყიანი 100 დოლარიანი და ხალხს მიმართა:

– და ახლაც სურს ვინმეს ეს ფული?

ხალხმა ისევ აიწია ხელი.

– მეგობრებო – განაგძო პროფესორმა ლექცია. დღეს თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ისწავლეთ და გაიაზრეთ:

მიუხედავად იმისა, რომ ფული ძირს დავაგდე და დავკუჭე, თქვენ მაინც არ გითქვამთ მაზე უარი და ეს ერთი მარტივი მიზეზის გამო მოხდა, ჩემს მოქმედებებს მისი ღირებულება არ შეუცლიათ. 100 დოლარი, კვლავ 100 დოლარად დარჩა და არ დაუკარგავს თავისი ღირებულება..

ცხოვრებაში შეიძლება უამრავი შეცდომა დაუშვათ, შეიძლება მრავალჯერ ჭაობშიც კი ამოყოთ თავი და მოგიწიოთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე ზრუნვა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ, რომ თქვენს ღირებულებას ამით არასოდეს დაკარგავთ, რადგან თქვენ ყველანი განსაკუთრებულები და უნიკალურები ხართ !

კომენტარები