ყველაზე უკეთ თქვენს შვილს მეგობრები და თანაკლასელები იცნობენ

2012
კონკორდიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა Lisa Serkin და Alexa Martin-Storey-მა ახლახანს ონლაინ სივრცეში გამოაქვეყნეს თავიანთი სადოქტორო ნაშრომი, რომლიც ასახავს 30 წლიანი კვლევის შედეგებს და რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თანაკლასელებისა და ბავშვობის მეგობრების დახასიათება უფრო ზუსტად ემთხვევა უკვე ზრდასრული ადამიანის პიროვნულ თვისებებს, ვიდრე თვით საკუთარი თავის შეფასება ბავშვობაში.
ზემოთხსენებული კვლევა დაიწყო 1976 წელს და მასში ჩართული იყო 700 ბავშვი. ბავშვებს პირველ, მეოთხე და მეშვიდე კლასებში შეავსებინეს კითხვარები, სადაც მათ შეაფასეს თანაკლასელები, ისეთი თვისებების მიხედვით როგორიც იყო: აგრესიულობა, სიმორცხვე, კომუნიკაბელურობა და ასე შემდეგ. მოსწავლეებმა ასევე დაწერეს საკუთარი თავის დახასიათებაც. შემდეგი 20 წლის განმავლობაში აღნიშნულ მოსწავლეებს ინტენსიურად აკვირდებოდნენ. 1999 -2003 წლებში ჩატარდა შემაჯამებელი კვლევა: მკვლევარებმა შეისწავლეს უკვე ზრდასრული მონაწილეების პიროვნული მახასიათებლები, შეადარეს თანაკლასელებისა და ბავშვობაში დაწერილ საკუთარ დახასიათებებს და აღმოჩნდა რომ თანატოლების მიერ დაწერილი დახასიათება, უფრო ახლოს იყო უკვე ზრდასრულების პიროვნულ თვისებებთან, ვიდრე თვით საკუთარი თავის დახასიათებები.
მკლევარები მოუწოდებენ მშობლებს, რომ ჰქონდეთ აქტიური ურთიერთობა შვილის მეგობრებთან, რადგან ისინი ყველაზე უკეთ იცნობენ მათ.
გამომგზავნი/ავტორი: rcs.ge სასკოლო კვლევების ცენტრი
სასკოლო კვლევების ცენტრი
არასამთავრობო ორგანიზაცია სასკოლო კვლევების ცენტრი დაფუძნდა 2012 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გონივრული გზები.