ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატი საჯარო გამოსვლებში

ორგანიზაციები “Nx” და “Speak Up” გეგმავენ საქართველოში პირველად გამართონ საჯარო გამოსვლების მასშტაბური ჩემპიონატი – ჩვენი ჟურნალისთვის განსაკუთრებით ახლო თემატიკაზე ეს არის “მოტივაცია, ახალი იდეა და თავისუფალი აზრი”. ამიტომაც ვაპირებთ ვიყოთ ჩემპიონატის ერთერთი აქტიური პარტნიორი და მხარდამჭერი.
ჩემპიონატის ფარგლებში შეუზღუდავია მონაწილეთა ასაკი. გამომსვლელები დაიყოფიან 2 ჯგუფად 18 წლამდე და 18 წლის ზევით. შეჯიბრი იმართება ქართულ ენაზე თუმცა, მსურველები ასევე შეძლებენ წაიკითხონ თავიანთი გამოსვლა ინგლისურ ენაზე.
შესაბამისად თუ თქვენ გსურთ:
✔ წარსდგეთ ფართო აუდიტორიის წინაშე
✔ გამოსცადოთ თქვენი შესაძლებლობები და უნარები
✔ მიიღოთ დაუვიწყარი გამოცდილება
ეს ჩემპიონატი სწორედ თქვენთვისაა.
თითოეული მონაწილის ვიდეო აიტვირთება Nx-ის ოფიციალურ საიტზე და გამოვლინდება საზოგადოების სიმპატია. ხოლო უშუალოდ გამოსვლას შეაფასებს ჟიური, რომლის წევრები იქნებიან საქართველოში წარმატებული და ცნობადი საჯარო სახეები. მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატი, ჩემპიონს – 1 წლიანი გამარჯვებულის სტატუსი, თასი და საჩუქრები პარტნიორებისაგან.
მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ მოკლე სააპლიკაციო ფორმა და გადაიხადოთ სიმბოლური საფასური: 10 ლარი
საკონტაქტო პირი: თამარ კანაშვილი
(+995) 555 517574

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

ორგანიზაციები “Nx” და “Speak Up” გეგმავენ საქართველოში პირველად გამართონ საჯარო გამოსვლების მასშტაბური ჩემპიონატი – ჩვენი ჟურნალისთვის განსაკუთრებით ახლო თემატიკაზე ეს არის “მოტივაცია, ახალი იდეა და თავისუფალი აზრი”. ამიტომაც ვაპირებთ ვიყოთ ჩემპიონატის ერთერთი აქტიური პარტნიორი და მხარდამჭერი. ჩემპიონატის ფარგლებში შეუზღუდავია მონაწილეთა ასაკი. გამომსვლელები დაიყოფიან 2 ჯგუფად 18 წლამდე და 18 წლის ზევით. შეჯიბრი იმართება ქართულ ენაზე […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი