ნიუ–იორკის ერთ–ერთ ბანკში უცნობი კაცი მიდის და კრედიტ ოფიცერს ეუბნება, რომ დენვერიდან საქმიანი ვიზიტით არის ჩამოსული და ორი კვირით აპირებს დარჩენას.  “მსურს 5000 დოლარი ვისესხო თქვენგან” – ასრულებს საუბარს იგი .

საკრედიტო ოფიცერი უცნობი კაცისაგან გარანტიის დატოვებას ითხოვს უძრავი ქონების ან სხვა რაიმე ნივთის სახით. კაცი თანხმდება და თავისი ავტომობილის საბუთებს და გასაღებს აძლევს მას.
უცნობი კაცის ,,ფერარი”– ს მარკის ავტომობილს ბანკის გვერდით არსებულ ავტოსადგომზე აყენებენ და ბანკის თანამშრომლები გულიანად იცინიან უცნობზე, რომელმაც 5 000 დოლარის გამო 250 000 დოლარიანი ,,ფერარი” დატოვა ბანკში გარანტიად.
ორი კვირის შემდეგ უცნობი ბრუნდება და ფარავს 5 000 დოლარს, როგორც სესხის თანხას და 16 დოლარს, როგორც ორ კვირაში დარიცხულ პროცენტს.
საკრედიტო ოფიცერი:
სერ, ძალიან გვიხარია, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, მაგრამ ცოტა არ იყოს და გაკვირვებულები ვართ თქვენი საქციელის გამო. გადავამოწმეთ და აღმოაჩინეთ, რომ თქვენ მულტიმილიონერი ბრძანდებით. ძალიან გვიკვირს და გვაინტერესებს რამ გაიძულათ, რომ 5 000 დოლარი გესესხათ ჩვენგან.
უცნობი კაცი:შეგიძლიათ დამისახელოთ ისეთი ადგილი ნიუ–იორკში, სადაც თქვენს ავტომობილს ორი კვირის განმავლობაში დააყენებდით უსაფრთხოდ და  მხოლოდ 16 დოლარად?

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ნიუ–იორკის ერთ–ერთ ბანკში უცნობი კაცი მიდის და კრედიტ ოფიცერს ეუბნება, რომ დენვერიდან საქმიანი ვიზიტით არის ჩამოსული და ორი კვირით აპირებს დარჩენას.  “მსურს 5000 დოლარი ვისესხო თქვენგან” – ასრულებს საუბარს იგი . საკრედიტო ოფიცერი უცნობი კაცისაგან გარანტიის დატოვებას ითხოვს უძრავი ქონების ან სხვა რაიმე ნივთის სახით. კაცი თანხმდება და თავისი ავტომობილის საბუთებს და გასაღებს აძლევს მას. უცნობი კაცის ,,ფერარი”– ს მარკის […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი