ნიშანი

ღვთისგან მიღებულმა ნიშანმა იხსნა ამ ადამიანის ცხოვრება

ღვთის ნიშანმა გადაარჩინა ჩემი ცხოვრება!

ამას აქამდეც ვამბობდი და მომავალშიც ვიტყვი – „ღმერთმა მომცა ნიშანი!“ ცხოვრება რთულია და ხანდახან გადაწყვეტილებები ძალიან დიდია მარტო მისაღებად.

მათე 7:7 :“ ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და კარს გაგიღებენ”.

წლების წინ, მე და ჩემმა ცოლმა დავიქირავეთ სახლი მანასსანში. ეს იყო ჩვენი პირველი საერთო სახლი. ვცხოვრობდით გზის პირას, სადაც იყო ინტენსიური მოძრაობა დილით, როცა ხალხი სამუშაოზე მიდიოდა, და საღამოს, როცა ბრუნდებოდნენ სამუშაოდან.

სახლში გადასვლიდან ცოტა ხნის მერე, ვუყურებდი, როგორ მოძრაობდნენ მანქანები და ვიგრძენი საჭიროება, დამედგა გზაზე ნიშანი, რომელიც იტყოდა რამეს ღმერთზე.

„ღმერთო, თუ გსურს, რომ დავდგა რაიმე რელიგიური ნიშანი, გამომიგზავნე მინიშნება და უზრუნველმყავი ფანერითა და საღებავით.“ – გავიფიქრე მე.

ერთი კვირის მერე, ბაღში ბალახის კრეჭვის დროს, ვიპოვნე ფანერის ნაჭერი. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, ახლა მარტო საღებავიღა მჭირდებოდა.

ავიღე ფანერა და სარდაფში წავიღე. მაშინ პირველად ჩავედი ჩვენი სახლის სარდაფში და იცით რა დავინახე იქ? – რამდენიმე თარო, საღებავებით სავსე.

ახლა ჩემი ჯერი იყო, შემესრულებინა დაპირება. ფანერაზე დავწერე: “იესოს უყვარხარ!“ და ჩვენი საფოსტო ყუთის გვერდით დავდგი. კვირა დღეს იყო. რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე, რათა მენახა, თუ როგორ ჩანდა ნაწერი შორიდან. აღმოჩნდა, რომ პატარა ასოებით დავწერე და თუ მძღოლი სწრაფად ატარებდა მანქანას, ვერ წაიკითხავდა.

„ღმერთო, ამ ნიშნის წაკითხვას მხოლოდ ისინი მოახერხებენ, ვინც მანქანას ნელა ატარებს.“

მეორე დილას, ადგომისთანავე გაოგნებული ვიყავი. ჩვენს ტერიტორიაზე დაახლოებით 6 სმ თოვლი იდო. მანქანები ნელა მიდიოდნენ და ყველა მძღოლს შეეძლო სიტყვების წაკითხვა.

ამის შემდეგ, გადავწყვიტე ყოველ კვირა დღეს თეთრად შემეღება ფანერა და ახალი შეტყობინება დამეწერა მასზე. 6 თვის მერე, ჩემი მანქანის საქარე მინაზე, რომელიც ეკლესიის ავტოსადგომზე იდგა, დამხვდა წერილი.

ეს წერილი ერთ-ერთი კაცისგან იყო, რომელიც ამავე ეკლესიაში დადიოდა. ის წერდა, თუ როგორ დაინგრა მისი ცხოვრება 6 თვის წინ – ცოლმა მიატოვა, სამუშაო დაკარგა, დეპრესიაში იყო და თვითმკვლელობას აპირებდა. ერთ დილას, სახლიდან გამოსვლის წინ, ღმერთს უთხრა, რომ აღარ სურს ცხოვრება და ადანაშაულებდა მას პრობლემებში. არ სჯეროდა, რომ ღმერთს უყვარს და თქვა: „ღმერთო, თუ ნამდვილი ხარ, გიყვარვარ და არ გინდა, რომ თავი მოვიკლა, გამომიგზავნე ნიშანი.“

ზუსტად იმ დღეს, ჩვენს გზაზე ჩამოიარა და დაინახა წარწერა :“იესოს უყვარხარ!“ მან მიიღო ნიშანი, რომელმაც შეუნარჩუნა ცხოვრება.

ერთ დღეს კი, აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვცხოვრობდით იმ სახლში, რომელთანაც ეს ნიშანი ნახა და ამ ამბის მოთხრობა გადაწყვიტა.

წერილით გაოგნებული ვიყავი, ვერ ვიჯერებდი, რომ ჩვენ ნიშანს ამხელა ძალა ჰქონდა.

გითხოვიათ ოდესმე ნიშანი ღვთისგან, მისი სიყვარული შესახებ?

ბიბლიაში, რომაელთა მიმართ 5:8-ში ვკითხულობთ: “მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.”

ბიბლიაში ასევე წერია: იოანე 5:12: „ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.”

კომენტარები