დედა

დილით გაიღვიძა. . . თვალები მოიფშვნიტა. . . მერე ფუნთულა ხელი გვერდით მწოლარეს სახეზე რამდენჯერმე აუსვა და ჩაუსვა, ოღონდ ძალიან ფრთხილად და ძალიან ნაზად. . .გულმა რაღაც იგრძნო. . .ეს ადრე არასდროს უგრძვნია. . .ჯერ გაუკვირდა, უკვირდა და უკვირდა. . .ხელი ისევ ქალის სახეზე ედო. . გაეღიმა, ჯერ ცოტათი. . მერე სახეს შეეტყო, რომ რაღაც გაუხარდა. . .
ჩუმად წამოდგა. . ჩუმად და ფრთხილად. . .ნაცრისფერი დღე იყო. . მოღუშული იყურებოდნენ სახლებიდან ფანჯრები. . ხალხი იშვიათად თუ გამოჩნდებოდა გზაზე. . და ისინიც მოღუშულები. . ნაცრისფერმა ბურუსმა ბიჭი გააბრუა. . .ესიამოვნა. .
და გაიღვიძა მან, ვინც, ბიჭის დაუსახლებელ გულში, ამ დილით პირველი მოსახლე გახდა. .
მერე ბიჭი ჩვეულებრივ წავიდა იქ სადაც ყოველ დღე მიდიოდა. . .სხვა გოგო-ბიჭების ნახვისას მიხვდა, რომ ის ცოტათი განსხვავდებოდა მათგან. .
ესეც გაუხარდა. . .
იყო ხმაური, ჟრიამული, სიცილი, ტირილიც. . .ბიჭი კი ისევ ნაცრისფერ ბურუსში იყო დამწყვდეული და ფარულად რაღაც უხაროდა და უხაროდა. .
მერე ყველაზე უფროსმა ბავშვებს უთხრა, რომ შეეძლოთ დაეხატათ რაც სურდათ. .
ბიჭს ეს ყველაზე მეტად გაუხარდა. . .
სახატავი ფურცლები აჭრელდა: ხეებით, სახლებით, ყვავილებით, ბუშტებით. . .
ბიჭს შერცხვა, მაგრამ ესეც გაუხარდა. . თავის ნახატი არავის ანახა და ფუნჩულა ხელით გამალებით დაუწყო გაფერადება. .
ქაღალდზე ეწერა უბრალოდ: დ ე დ ა!

გამომგზავნი/ავტორი: ანი ციცქიშვილი

დაეხმარე პროექტს განვითარებაში

დონაცია

დილით გაიღვიძა. . . თვალები მოიფშვნიტა. . . მერე ფუნთულა ხელი გვერდით მწოლარეს სახეზე რამდენჯერმე აუსვა და ჩაუსვა, ოღონდ ძალიან ფრთხილად და ძალიან ნაზად. . .გულმა რაღაც იგრძნო. . .ეს ადრე არასდროს უგრძვნია. . .ჯერ გაუკვირდა, უკვირდა და უკვირდა. . .ხელი ისევ ქალის სახეზე ედო. . გაეღიმა, ჯერ ცოტათი. . მერე სახეს შეეტყო, რომ რაღაც […]


  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ
10 წლიანი არსებობის შემდეგ, გადავწყვიტეთ პროექტის გადარჩენაზე ზრუნვა ჩვენს მკითხველს მივანდოთ. თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი.  აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "გაგრძელება"
ჟურნალი "ოთხი მოტივი"
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი