ქალის სექსუალობა აკრძალვები, შედეგები და გამოსავალი

ქალის სექსულობის თემა ახალი ცნებაა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლიბიდოს ცნების წამომწევმა, თვით ფსიქონალიზის მამამ, ბატონმა ფროიდმა, ქალის სექსუალობაზე სკანდალური, მაგრამ უსაფუძვლო და ქალის საჭიროებებისა და თუნდაც ანატომიის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა. ქალის სექსულობაზე საუბარი კალაპოტს თავიდანვე აცდა.

მას შემდეგ იცვლება თაობები, მაგრამ ქალის სექსულობა ვერა და ვერ გათავისუფლდა.

ამ მოსაზრებას ადასტურებს გინეკოლოგი დანიელა ფლომენბოც. ფომენბომ პროფესიული მოღვაწეობა სამოცდაათიანებში დაიწყო – კონტრაცეპტივების, სექსუალური რევოლუციისა და ქალის ემანსიპაციის ეპოქაში. თავის წიგნში „სასურველი ქალი“ ის აღწერს, რომ სჯეროდა – გავრცელდება კონტრაცეპცია, ქალი არასასურველი ორსულობის წნეხისაგან დააღწევს თავს და სექსუალობა ბოლოს და ბოლოს ბუნებრივი განვითარების გზას დაუბრუნდება.

თუმცა, ფლომენბოს მოლოდინები არ გამართლდა: მას შემდეგ ორი თაობა გამოიცვალა, მაგრამ ქალების უმრავლესობა სრულყოფილი სექსუალური ცხოვრებით მაინც ვერ ცხოვრობს. ეს ძნელი დასაჯერებელია, რადგან პოპულარული მედია მუდამ სექსუალობის თემას ატრიალებს. ეს ზედაპირულად და დამაბნეველად ხდება. თავად საკითი კი ალბათ ახლაც ისეთივე დახურულია, როგორც ერთი საუკუნის წინ იყო. მაგალითად, დაფიქრდით, რამდენად დარწმუნებით იცით, რას ნიშნავს ტერმინი „ქალის სექსუალობა“. სინამდვილეში ის ხომ არც სექსუალურ მიმზიდველობას და არც სექსუალურ აქტს გულისხმობს. ეს ერთგვარი ენერგიაა, რომელიც აკმაყოფილებს ქალის ერთ-ერთი წამყვან საჭიროებას – იყოს სექსუალურად რეალიზებული.
მოცემულ რეალობაში ქალის სექსულობას, როგორც წესი, რეპროდუქციული კუთხით განმარტავენ. წარმოიშვება მრავალი ტაბუ და აკრძალვა. შედეგად კი განათლებული, ჭკვიანი, ერთი შეხედვით უპრობლემო ქალები საკუთარ სხეულთან კავშირს წყვეტენ – მათ სხეულისა და ფსიქიკის ერთიანობა ერღვევათ. შემდეგ კი ქალები ამ გამოწვევებზე უბრალოდ თვალებს ხუჭავენ. როგორც ფლომენბო აღნიშნავს, აკრძალული სექსუალობის ეტაპიდან სექსუალური პრობლემების უარყოფის ეტაპზე გადავედით. რატომღაც დავიჯერეთ- საკმარისია ადამიანი გვიყვარდეს და ყველაფერი კარგად იქნება.

არადა, ეს რეალობას მოკლებული მოსაზრებაა. სიყვარული დედებისა და ბებიებისაგან გადმოსულ აკრძალვების მოდელს ვერ ჩაანაცვლებს. ეს მოდელი ხომ ბავშვობიდან მოდის და მცდარ, მაგრამ ძლიერ არქეტიპებს ემყარება.

გამოსავალი კი რთული პროცესის გავლას გულისხმობს. პირველი და მთავრი ნაბიჯი პრობლემის აღიარებაა, რაც ხშირად სირცხვილთან და წარუმატებლობის გრძნობასთანაა დაკავშირებული. აღიარებას სინანული, დაკარგული შესაძლებლობებზე მწუხარება მოჰყვება, შემდეგ კი – ზრდის, სიახლის ძიების, განვითარების სურვილი.

ბავშვობიდან დამყარებულ აკრძალვებს ვერც ერთ დღეში გადავლახავთ და ვერც ერთ თვეში. მაგრამ სხეულთან კავშირის აღდგენის, გაცნობიერებისა და თერაპიის გზით, შესაძლებელია დროთა განმავლობაში ქალის სექსუალობა ბედნიერების მომტან ენერგიად ჩამოყალიბდეს.

კომენტარები