ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

ფრედერიკ ბროშეს ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი – ანუ გამოცდა ღვინის დეგუსტატორებს

ერთხელ, ბოსტონში გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა უამრავი დეგუსტატორი. დეგუსტაციის წესები ძალიან ადვილი იყო: წარმოდგენილი იყო წითელიც და თეთრი ღვინის 25 სახეობა, რომელიც ჩვეულებრივ მაღაზიაში იყიდეს და რომლის ფასი არ აღემატებოდა 12 დოლარს. დეგუსტატორებს უნდა გაესინჯათ თითოეული მათგანი და ამოერჩიათ საუკეთესო.

საბოლოოდ, გაიმარჯვა ყველაზე იაფფასიანმა ღვინომ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ღვინის ექსპერტები და შეუდარებელი დეგუსტატორები მითია. ისინი უბრალოდ ირჩევენ იმ ღვინოს, რომლის გემოც მოსწონთ.

2001 წელს, ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრედერიკ ბროშემ ჩაატარა ექსპერიმენტი. მოიწვია 57 ექსპერტი და სთხოვა, მათ წინ მდგარი ორნაირი ღვინო გაესინჯათ და აღეწერათ. ერთი იყო წითელი მეორე თეთრი. ბროშეს ოინი მდგომარეობდა იმაში, რომ წითელი ღვინო იგივე თეთრი ღვინო იყო, რომელიც სპეციალური საღებავით შეაფერადეს. აი, აქ გამოჩნდა ექსპერტების „ექსპერტობაც“. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ექსპერტები წითელ ღვინოს მაინც იმავე ტერმინოლოგიით ხსნიდნენ, როგორც ჩვევიათ. ვერავინ შეამჩნია, რომ სინამდვილეში ეს იყო თეთრი ღვინო.

მეორე ექპერიმენტში ბროშემ აიღო ღვინო და ჩაასხა სხვადასხვა ბოთლში. ერთ ბოთლს დააწერა „გრან-კრიუ“, მეორეს კი – არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ერთსა და იმავე ღვინოს სვამდნენ, „გრან-კრიუ“ ყველას სასიამოვნოდ და კარგად დაბალანსებულად, ხოლო მეორე – სუსტად და უგემურად ეჩვენათ.

ექპერიმენტები ცხადყოფს, რომ მოყვარულებს ისევე კარგად შეუძლიათ ღვინის „გარჩევა“, როგორც ექსპერტებს. უბრალოდ, ჩვენ გვიყვარს სხვების აზრების მოსმენა, განსაკუთრებით კი – „ექსპერტების“.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთხელ, ბოსტონში გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა უამრავი დეგუსტატორი. დეგუსტაციის წესები ძალიან ადვილი იყო: წარმოდგენილი იყო წითელიც და თეთრი ღვინის 25 სახეობა, რომელიც ჩვეულებრივ მაღაზიაში იყიდეს და რომლის ფასი არ აღემატებოდა 12 დოლარს. დეგუსტატორებს უნდა გაესინჯათ თითოეული მათგანი და ამოერჩიათ საუკეთესო. საბოლოოდ, გაიმარჯვა ყველაზე იაფფასიანმა ღვინომ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ღვინის ექსპერტები და […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი