ფიჭვის ახირება

ფიჭვის ახირება (შთამაგონებელი იგავი)

ერთ ბაღში ფიჭვი ხარობდა. სწრაფად იზრდებოდა, სულ უფრო მაღლდებოდა და ლამაზდებოდა. მისი ფაფუკი კენწერო მეფურად გადაჰყურებდა და ჩრდილავდა სხვა ხეებს. სიმაღლესთან ერთად იზრდებოდა მისი ამპარტავნებაც. ზიზღით დაქედმაღლურად უცქერდა ყველას, ერთ მშვენიერ დღეს კი მბრძანებლურად შესძახა:

მომაშორეთ ეს გასაცოდაცებული თხილის ბუჩქი!

და ხე ძირში მოჩეხეს.

მიხსენით ამ აუტანელი ლეღვის მეზობლობისაგან! თავს მაბეზრებს თავისი სულელური გამომეტყველებით –  ბრძანა მეორედ ახირებულმა ფიჭვმა და ლეღვსაც იგივე ბედი ეწია.

თვითკმაყოფილი
, ლამაზი ფიჭვი მედიდურად არხევდა ტოტებს და არ ცხრებოდა, _ ეს ბებერი ვაშლები აღარ დავინახო ჩემს ირგვლივ! – და ხეები შეშად აქციეს.
ასე მბრძანებლობდა დაუოკებელი ფიჭვი. ერთი მეორეზე მიყოლებით აჩეხიებდა ხეებს. ასე გახდა იგი ერთპიროვნული მბრძანებელი ბაღისა, რომლის წარსული სილამაზიდან მხოლოდ კუნძებიღა დარჩენილიყო.
მაგრამ ერთ დღეს ქარბუქი ამოვარდა, ფიჭვი გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა მას, ფესვებით მაგრად ებღაუჭებოდა მიწას, ქარი კი, რომელსაც გზად აღარცერთი ხე აღარ შეხვედრია, დაუბრკოლებლად აწყდებოდა მარტოხელა ლამაზმანს, უმოწყალოდ ამტვრევდა მას და მიწამდე ზნექდა.

ბოლოს
და ბოლოს დალეწილმა ფიჭვმა ვეღარ გაუძლო მძვინვარე ქარბუქის დარტყმებს, წაიქცა და მიწაზე დაემხო.
რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს ძალიან რთულია მარტო გაუმკლავდე  ცხოვრების სირთულეებს და ყოველდღიურ პრობლემებს. ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა იმისათვის, რომ საკუთარი ახირებების გამო მეგობრები და გვერდში მდგომი ადამიანები დავკარგოთ. ვეცადოთ მეგობრები კი არ ჩამოვიშოროთ, არამედ უფრო მეტი გავიჩინოთ ვიდრე გვყავს
 უღრმესი მადლობა გიგა დოღონაძეს – ადამიანს, რომელმაც ეს იგავი მოგვაწოდა…

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ერთ ბაღში ფიჭვი ხარობდა. სწრაფად იზრდებოდა, სულ უფრო მაღლდებოდა და ლამაზდებოდა. მისი ფაფუკი კენწერო მეფურად გადაჰყურებდა და ჩრდილავდა სხვა ხეებს. სიმაღლესთან ერთად იზრდებოდა მისი ამპარტავნებაც. ზიზღით დაქედმაღლურად უცქერდა ყველას, ერთ მშვენიერ დღეს კი მბრძანებლურად შესძახა: – მომაშორეთ ეს გასაცოდაცებული თხილის ბუჩქი! და ხე ძირში მოჩეხეს. – მიხსენით ამ აუტანელი ლეღვის მეზობლობისაგან! თავს მაბეზრებს თავისი სულელური გამომეტყველებით –  ბრძანა მეორედ ახირებულმა ფიჭვმა და ლეღვსაც იგივე ბედი ეწია. თვითკმაყოფილი , ლამაზი ფიჭვი მედიდურად არხევდა ტოტებს და არ ცხრებოდა, _ ეს ბებერი ვაშლები აღარ დავინახო […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი