ურთიერთობები და ინდივიდუალიზმი

ანა და მარი ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. მათ მხოლოდ ლხინში კი არ ახსოვდეთ ერთმანეთი და არამედ ყოველთვის უსიტყვოდ ესმოდათ ერთი– მეორის.. ცხოვრებაში წლების ურთიერთობას ბევრი გასაჭირისა და დაბრკოლების გადალახვა უწევს და მათ ცხოვრებაშიც დადგა პერიოდი, როცა მათი ურთიერთობა განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა.

არაკეთილმოსურნეებმა გადაწყვიტეს მათი მეგობრობის განადგურება და  დამაჯერებელი ტყული შეთხზეს ანას დასარწმუნებლად:

”შეყვარებული სწორედ მარის ინტრიგების გამო დაკარგე…” – უთხრეს მას.

გაცხარებულმა ანამ ერთი ხელის მოსმით დაანგრია მათი მრავალწლიანი მეგობრობა, საშინელი სიტყვებით ”შეამკო” მარი  და ახსნა–განმარტების საშუალებაც კი არ მისცა და ახლოსაც აღარ გაიკარა.

დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ მარი უბრალო იყო  და არანაირი დანაშაული არ მიუძღოდა მათი დაშორების საქმეში. ძალიან ინანა ანამ საკუთარი დაუდევრობა და აფექტური საქციელი, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა.მარიმაც დაკარგა მისი რწმენა და აღარ ისურვა ურთიერთობის განახლება. 

და ანას ცხოვრებაში დადგა პერიოდი, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა თანადგომა და გაგება, მას ჰყავდა სხვა მეგობრებიც, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაუგო ისე, ვერ უთანაგრძნო, სწორედ მაშინ იგრძნო ანამ უდიდესი დანაკლისი და მისი მეგობრის ფასი…

ურთიერთობები: სიყვარული, მეგობრობა, ის რაც ადამიანებს ერთნმანეთთან გვაკავშირებს, ყველაზე მეტად საჭიროებს გაფრთხილებას, ადვილია ერთმანეთს გული ვატკინოთ და ერთმანეთი დავკარგოთ, მაგრამ დაკარგულის დაბუნება, გატეხილი გულის გამრთელება კი ძნელი, უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელიც კია..

ადამიანური ურთიერთობები ყველაზე ლამაზი და ძვირფასია რაც კი ამქვეყნად გაგვაჩნია..შეიძლება ერთი ადამიანი მეორემ ჩაანაცვლოს, მაგრამ როცა სიცარიელეს  იგრძნობ, ყოველთვის გექნება შეგრძნება თითქოს რაღაც გაკლია, ვერასდროს მიიღებ ჩანაცვლებული ადამიანისგან იმას, რასაც პირველისგან იღებდი, რადგან ერთი ადამიანი მეორეს ვერ შეგიცვლის ინდივიდუალიზმი თავისას შვება…

4motivi.com-ისათვის სტატია მოამზადა ქეთი ლებანიძემ

კომენტარები