უოლტ დისნეის ცხოვრების წესი

0

უოლტ დისნეი მხატვარი-მულტიპლიკატორი, ნოვატორი. გარდაიცვალა 65წლის ასაკში. “The Walt  Disney  Company”-ის დამფუძნებელი. მან შექმნა მსოფლიოში ცნობილი პერსონაჟები: მიკი მაუსი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, კონკია, დონალდდაკი და სხვა მრავალი.  შექმნა პერსონაჟები,  რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას  შეიყვარეს და დააფასეს.  დისნეის 59 ნომინაციაში  22 ოსკარი  და  6 ემის ჯილდო აქვს მიღებული.

„ მიკი მაუსი მიყვარს  ყველა ჩემს  ნაცნობ ქალზე მეტად.“

მე ვღელავ, როცა კრიტიკოსებენ აქებენ ჩემს ნამუშევარს.  მგონია, რომ თუ მათ მოეწონებათ ფართო აუდიტორია, რომელიც ასე ძალიან მიყვარს,  ნაკლებად ისიამოვნებს.

ყველა პორტრეტის მხატვარი, თუ ის არ აკეთებს სურათის ასლს,  კიდევ უფრო ამძაფრებს და გაზვიადებულ  მახასიათებელს სძენს მოდელის სახეს. მაგრამ თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად და არ მიმიხატოთ მიკი მაუსის ყურები.

მე არ მყავს საყვარელი მხატვარი , ამაში არაფერი გამეგება.   დიახ , მე დავდივარ გამოფენებზე და  მშურს იმათი, ვისაც შეუძლია დახატოს ადამიანი ან პეიზაჟი. ჩემთვის ნახატი- ეს   უფრო მეტია, ვიდრე  უბრალოდ ზუსტი ობიექტის ვიზუალიზაცია.

სანამ ვმუშაობთ გამოსახულებაზე ყველა ბედნიერია- მხატვრები-ილუსტრატორები, რომლებიც ფანქრით აკეთებენ ესკიზებს, ისინი, ვინც აფორმებენ ნახატს, ისინი, ვინც აფერადებენ და იღებენ.  სანამ ყველა მუშაობს ყველაფერი შესინაშნავია. მაგრამ იმედგაცრუება გარდაუვალია. პირველი ნახვის შემდეგ, ყოველი ჩვენთაგანი ფიქრობს, რა შეეძლო გაეკეთებინა უფრო კარგად.  ჩვენ საქმეში ეს  ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენ არასდროს ვართ კმაყოფილები.

ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო ჩემ მიერ შექმნილო კომპანიაა. ჯანმრთელი ვარ და ვგრძნობ, რომ შემიძლია 40 წლის შემდეგაც ვიყო მისი ნაწილი.  აუდიტორია აფასებს და იღებს ყველაფერს, რასაც ვაკეთებ. სწორედ ეს არის დიდი ჯილდო.

ვისაც ფული აქვს ყოველთვის ბედნიერი არ არის. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც პრაქტიკულად შიმშილობდნენ, მაგრამ მიიღეს უფრო მეტი სიამოვნება ცხოვრებისგან, ვიდრე მილიონერებმა- იმიტომ, რომ ისინი  აკეთებდნენ იმას, რაც მათ სურდათ.

მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ვაკეთებ იმას, რაც მინდა.

ჩემთვის ყოველთვის მოსაწყენი იყო უბრალოდ ფულის გამომუშავება. მინდოდა შექმნა. ჩემთვის  ფული მნიშვნელოვანია, მხოლოდ როგორც მიზნის მიღწევის საშუალება.

ოცნების ასრულების საიდუმლო შედგება ოთხი სიტყვისგან: ცნობისმოყვარეობა, გამბედაობა, თავდაჯერებულობა და სიმტკიცე.  ყველაზე მნიშვნელოვანი  ამ თვისებებისგან -თავდაჯერებულობაა. თუ შენ გჯერა რამის, გჯეროდეს უპირობოდ, ბოლომდე.

ოცნებები ხდება, თუ შეგიძლიათ მამაცურად მიჰყვეთ მათ.

მე ვერასდროს ვერ დავარწმუნებდი ბანკირს, რომ დისნეილენდი, შეიძლება ყოფილიყო წარმატებული, იმიტომ რომ ოცნებები- ეს   მაინცადამაინც კარგი  უზრუნვებელყოფა არ არის ,

თუ თქვენ წარმოიდგენთ- თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება . ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დაიწყო თაგვით.

დისნეილენდზე მუშაობა, რომ  დავიწყე, ჩემი ცოლი მეუბნბეოდა: „  რად გინდა გასართობი პარკი? ის ხომ ძალიან ჭუჭყიანიაო“. მე  კი  ვუთხარი, რომ ჩემს პარკში ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

ეს ერთგვარი გართობაა – აკეთებდე იმას, რაც შეუძლებელად მიიჩნეოდა.

ყველა, ვინცმოვიდა ამ ბედნიერ ადგილას: გამარჯობა! დისნელენდი- ეს თქვენი ტერიტორიაა. აქ ხანშიშესული ადამიანები თავიდან განიცდიან თბილ მოგონებებს, ხოლო ახალგაზრდები იღებენ გამოწვევებს და მომავლის იმედს.  ეკუთვნის იმ იდეალებს, ოცნებებს, ფაქტებს, რომლებმაც შექმნეს ამერიკა-იმედით, რომ ეს იქნება სიხარულის წყარო და შთაგონება მთელი მსოფლიოსთვის.

ყოველჯერზე, როდესაც მივდივარ დისნეილენდში სასეირნოდ, ვფიქრობროგრ   შეიძლება  მისი  გაუმჯობესება.

ყველა ფიქრობს, რომ დისნეილენდი ოქროს მაღაროა. მაგრამ ჩვენც გვაქვს პრობლემები, უნდა იცოდე მათზე მუშაობა და  მათი გამკლავება.   პარკში სისუფთავის დაცვა – ესუდიდესი ხარჯია.

დისნეილენდი არასდროს იქნება დასრულებული.  ის გაიზრდება, სანამ სამყაროში იარსებებს ფანტაზია.

 ჩემთვის მიკი მაუსი დამოუკიდებლობის სიმბოლოა.  ის გაჩნდა ჩემს თავში,მატარებელში მანჰეტენი-ჰოლივუდი. ზუსტად იმ დროს,როცა  მე  და როის (უილტ დისნეის უფროსი ძმა) საქმეები  ცუდად  წავიდა და თითქოს კატასტროფა გარდაუვალი  იყო.

მე მიყვარს მიკი მაუსი ყველა ჩემს ნაცნობ ქალზე მეტად.

ერთადერთი, რაც ჩვენ გვინდოდა მიკი მაუსისგან, –  იყო რომ მას განეგრძო ადამიანების გამხიარულება. ჩვენ არ დავტვირთეთ ის  მწვავე სოციალური  სიმბოლოებით, ჩვენ  არ ვაქციეთ ის მაცნედ ან   მკაცრ სატირად . მიკი- ეს უბრალო პატარა პიროვნებაა, მოწოდებული იმისთვის, რომ ხალხი გააცინოს.

სანამ პერსონაჟი  არ გახდება პიროვნება,მას არ დაუჯერებენ.  ის შეიძლება იყოს სასაცილო და გააკეთოს საინტერესოა რაღაცეები, იქამდე სანამ,  ხალხი იპოვის მსგავსებას მასთან,  თორემდარჩება გამოგონებად.

მე არასდროს მჯეროდა სიკველეების შექმნის.  მე არ მინდა მათ შექმნაში დროის დაკარგვა, მირჩევნია ეს დრო გამოვიყენო ახლის  შექმნაში.

ფანტაზიებში გადავარდნამარ უნდა დაგვავიწყოს  რეალობა.

ყოველი ღიმილის უკან უნდა იყოს  ცრემლი.

სიცილი მარადიულია, ფანტაზიას არ აქვს ასაკი, ოცნებები-სამუდაომოა.

მე არ ვიღებ ფილმებს მხოლოდ  ბავშვებისთვის.  მე ვაკეთებ მათ ბავშვისთვის ყველა ჩვენგანში, გინდა იყოთ 6 ან  თუნდაც  69 წლის.  დაარქვით ამას უმანკოება. უმანკოება  არის ჩვენს შორის,  ყველაზე  ცუდ ადამიანშიც კი,   შესაძლებელია ძალიან ღრმად დამარხული

მე არასდროს ვექცეოდი ჩემს შვილებს, როგორც ნაზ ყვავილებს. ცხოვრებაში ნათელისთვისაც და ბნელისთვისაც არის ადგილი. ფარისევლობა იქნებოდა თავის მოკატუნება, რომ სამყაროში არ არის  ჩრდილები.   რეალობისდამალვით  თქვენს შვილებს კარგს არ უკეთებთ. მთავარია ასწავლოთ მათ, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და ეს არის  ის, რასაც ვაჩვენებთ ჩვენს მულტფილმებში.

თავისუფლების გემოს გაგების შემდეგ ადამიანი არასდროს დათანხმდება მონობას. ამიტომაც  საშინელება ,    რომელსაც ვხედავთ  ყველგან ჩვენს გარშემო  –   დროებითია. ხვალ უკეთესი იქნება, ეს ასე  იქნება იქამდე,  სანამ ამერიკა დარჩება ერთგული  თავისუფლებისა და უკეთესი ცხოვრების.

მე მადლიერი ვარ ღმერთის და ამერიკის, იმისთვის, რომ მაქვს უფლება აღვზარდო ჩემი შვილები თავისუფლების, დემოკრატიის და ტოლერანტობის დროშის ქვეშ.

გართობა, სპორტი და დასვენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც პროდუქტიული მუშაობა, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფო ბიუჯეტში.

სიცილი- ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკის ექსპორტში.

მირჩევნია ადამიანების გართობა, სიამოვნების მინიჭება, გაცინება და არა თვითგამოხატვით შეწუხება.

ყოველთვის ვცდილობ ცხოვრების დადებითი მხარის დანახვას, მაგრამ გარკვეულწილად რეალისტი ვარ, რომ გავიგო, რა არის ცხოვრება- ეს რთული საკითხია.

ბედნიერება-სულის მდგომარეობაა. შეგიძლია იყო ბედნიერი, შეგიძლია იყო უბედური- ყველაფერი დამოკიდებულია  დამოკიდებულებაზე ყველაფრისადმი.  ვფიქრობ, რომ ბედნიერება- კმაყოფილებაა, მაგრამ აქ საუბარი არ არის სიმდიდრეზე. ჩვენ ყველა განსხვავებულები ვართ, ზოგს არ შეუძლია იყოს ბედნიერი რუტინული სამუშაოს შესრულებისას. მე მყავდა ძმა, მუშაობდა ფოსტალიონად და მისი ყოველთვის მშურდა. ის მხიარულობდა. მას ყავდასამოგზაურო მანქანა, ხშირად დადიოდა სათევზაოდ, არ აღელვებდა  საგადასახადო, შემოსავლები და მოგება. ის ბედნიერი იყო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის – „ჭკვიანი დისნეია“.

ვწუხვარ, რომ არ შემიძლია უკეთ ხატვა.

მერი ბარაბაძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply