უმოქმედობა

უმოქმედობა: 10 მიზეზი და ამდენივე პასუხი

“თუ ნამდვილად გინდათ რაიმეს გაკეთება გზასაც იპოვნით, თუ არადა იპოვნით მიზეზს.” – ჯიმ რონი

1. ძალიან გვიანია, უფრო ადრე უნდა დამეწყო;
 აშკარაა,რომ უფრო დაგაგვიანდებათ;
2.სარისკოა;
უმოქმედობით, უფრო მეტს რისკავთ;
3. ბევრ ადამიანს არ გამოუვიდა;
მხოლოდ ამის გამო თვლით,რომ თქვენც არ გამოგივათ?
4.კონკურენციის მეშინია;
მათაც ეშინიათ ძლიერი კონკურენტის გამოჩენის;
5. ძალიან ძნელია;
როგორც ბებიაჩემი იტყოდა:”ადვილი ფაფის ჭამაა”;
6. საკმარისი ფული არ მაქვს;
მართალია, რომ გქონოდათ არც იფიქრებდით ამაზე;
7. ხვალ დავიწყებ,შემდეგ კვირას, შემდეგ თვეს, შემდეგ წელს;
იქნებ ცოტაც გადაგვედო… შემდეგი ცხოვრების გჯერათ?
8. ძალიან ახალგაზრდა ვარ ამისათვის;
არაუშავს, ცხოვრებაც პატარაა. მალე დაბერდებით;
9. ძალიან ხნიერი ვარ;
იჩქარეთ, ცოტა დრო დაგრჩათ!
10.გამოცდილება არ მაქვს;
არც გექნებათ, თუ არ სცადეთ..

 

კომენტარები