ჩარლზ შულცი

ბავშვობაში, მას ბიძამ სპარკი დაარქვა, კომიკური, ზოლებიანი ცხენის, Spark Plug-ის გამო. \სკოლაში სპარკს ძალიან უჭირდა. მერვე კლასში, ფიზიკაში მიიღო – 0. ასევე, ჩაიჭრა ლათინურში, ალგებრასა და ინგლისურში. არც სპორტში იყო უკეთესი. მან გადაწყვიტა, ჩამოეყალიბებინა სკოლის გოლფის გუნდი, რომელმაც მალევე წააგო სეზონის ერთადერთი მნიშვნელოვანი მატჩი.

მთელი ახალგაზრდობის მანძილზე, სპარკი უხერხულობაში იყო. არ იყო მართალი, რომ სხვა სტუდენტებს არ მოსწონდათ – უბრალოდ, არავის აინტერესებდა. ფაქტობრივად, გაოცებული რჩებოდა, როდესაც კლასელი გამარჯობას ეუბნებოდა სკოლის გარეთ. არასდროს არცერთი გოგოსთვის არ უთქვამს საშუალო სკოლაში, რომ პაემანზე ეპატიჟებოდა, რადგან იმედგაცრუების ეშინოდა, ან, შესაძლოა – დაცინვის. სპარკი ყოველთვის აგებდა, ეს ყველამ იცოდა. მან ისწავლა ასე ცხოვრება.

ერთი, რაც სპარკისთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს ხატვაა. იგი ამაყობდა თავისი ნამუშევრებით, რომლებსაც არავინ აფასებდა. მაგრამ, ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. უმაღლეს სასწავლებელში, წარმოადგინა რამდენიმე მულტიპლიკაცია წლის წიგნში, თუმცა რედაქტორებმა უარყვეს. მიუხედავად ამისა, სპარკი მაინც დარწმუნებული იყო თავის უნარში და გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო.

სწავლის დასრულების შემდეგ, სპარკმა „ვოლტ დისნეის“ სტუდიას მისწერა, სადაც საკუთარი მულტიპლიკაციების ნიმუშები სთხოვეს. მიუხედავად მომზადებისა, იგი აქაც უარყვეს. კიდევ ერთი დასტური, რომ დამარცხებული იყო.

სპარკი ისევ არ დანებდა. მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი ცხოვრება ანიმაციებში აღეწერა. მთავარი გმირი იყო პატარა ბიჭი, რომელიც იყო სიმბოლო მუდმივად დამარცხებული და წარუმატებელი ადამიანის. თქვენ მას კარგად იცნობთ. იმიტომ რომ, სპარკის ანიმაციის გმირი მოვლენა გახდა. ხალხმა ის გაიცნო, როგორც Lovable Loser. მან შეახსენა საზოგადოებას მათ წარსულში არსებული მტკივნეული და უხერხული მომენტები. მალე მისი გმირი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა – Charlie Brown. და სპარკი, ბიჭი, რომელმაც მიუხედავად ბევრი წაგების და უარყოფისა, არ შეწყვიტა ცდა… ეს არის ცნობილი ანიმაციების შემქმნელი ჩარლზ შულცი. მისი ანიმაციები „Peanuts“ შთააგონებს მწერლებს, ხშირად გვხვდება მაისურებსა და საშობაო ნივთებზე, გვახსენებს, რომ ცხოვრებაში ყველამ შეიძლება იპოვნოს საკუთარი გზა, დამარცხებულებმაც კი.

სპარკის ამბავი გვახსენებს ცხოვრების მნიშვნელოვან ღირებულებებს. ჩვენ, ყველა, დრო და დრო, ვაწყდებით სირთულეებს, გვიცრუვდება გული. ასევე, გვაქვს არჩევანი, რომ მათ წინააღმდეგ წავიდეთ. თუ დაჟინებით გვინდა, თუ დარწმუნებული ვართ, თუ ვაგრძელებთ უნიკალური ნიჭის განვითარებას, ღმერთი დაგვეხმარება. ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს?! და ბოლოს, ღმერთისთვის “უიღბლო” არ არსებობს. ბევრ გამარჯვებულს დიდი დრო სჭირდება განვითარებისთვის!

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ბავშვობაში, მას ბიძამ სპარკი დაარქვა, კომიკური, ზოლებიანი ცხენის, Spark Plug-ის გამო. \სკოლაში სპარკს ძალიან უჭირდა. მერვე კლასში, ფიზიკაში მიიღო – 0. ასევე, ჩაიჭრა ლათინურში, ალგებრასა და ინგლისურში. არც სპორტში იყო უკეთესი. მან გადაწყვიტა, ჩამოეყალიბებინა სკოლის გოლფის გუნდი, რომელმაც მალევე წააგო სეზონის ერთადერთი მნიშვნელოვანი მატჩი. მთელი ახალგაზრდობის მანძილზე, სპარკი უხერხულობაში იყო. არ იყო მართალი, რომ სხვა […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი