სიყვარული

ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ უნდა გიყვარდეს… გიყვარდეს სიცოცხლე… გიყვარდეს სიყვარული… გიყვარდეს ოცნება… გიყვარდეს ფიქრი… გიყვარდეს ბუნება… გიყვარდეს წუთი… გიყავრდეს წამი… შენი სიცოცხლე ხომ ამ წუთებისა და წამებისგან შექმნილი მარადისობაა… გიყვარდეს ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები… გიყვარდეს ადამიანი… გიყვარდეს ყოველთვის… გიყვარდეს ყველაფერი… გიყვარდეს არაფერი… გიყვარდეს ზღვა… გიყვარდეს უსასარულობა… გიყვარდეს ქვიშა… გიყვარდეს სიმღერა… გიყვარდეს ხატვა… გიყვარდეს წერა… გიყვარდეს წიგნი… გიყვარდეს და არ მოითხოვო სამაგიერო… გიყვარდეს უანგაროდ… არ თქვა, რატომ? უბრალოდ, გიყვარდეს… გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის… გიყვარდეს და მისით იცოცხლე, მისით იარსებე… ისე ძლიერ უნდა გიყვარდეს, რომ მისი ყოველი დანახვისას, გული გეკუმშებოდეს… თვალები სადღაც გაგირბოდნენ, სხეული პატარა ჩიტივით თრთოდეს… ტკივილამდე უნდა გიყვარდეს… უნდა გტკიოდეს, რათა იგრძნო… გრძნობ? ესე იგი, გიყვარს… შენ არ იცი, რატომ, როგორ, საიდან, რისთვის, ვისთვის? უბრალოდ, ასეა და მორჩა… შენ არ იცი და არც უნდა იცოდე… მან არ იცის და არც მან უნდა იცოდეს.. ის ერთდროულად ტკბილიც უნდა იყოს და მწარეც, უნდა გაცინებდეს და უნდა გატირებდეს… უნდა გიხაროდეს და თან გტკიოდეს, წუხდე… უნდა გრძნობდე და თან არ უნდა გრძნობდე… უბრალოდ, უნდა გიყვარდეს და მორჩა!.. აქ სიტყვები არ არის საჭირო… ეს უაზრო სიტყვები… ხშირად თვალები უფრო მეტყველებენ ყოველივეს, ვიდრე სიტყვები, ეს არაფრისმთქმელი ბგერები… უბრალოდ, სიტყვა ”მიყვარხარ” არაფერს ნიშნავს, ეს მხოლოდ სიტყვაა და მას ნებისმიერი ადამიანი იტყვის… თუ მართლა გიყვარს, მარტო სიტყვით კი არა, თვალებითაც აგრძნობინებ… თვალები ხომ ყველაფერს ხედავენ… რამდენ საიდუმლოს მალავენ… ამ მზერის უკან, ბევრი რამაა ნათელი… მათ ყველაფერი იციან, ისინი გრძნობენ, როდისაა სიტყვები საჭირო და როდის არა… ისინი გეუბნებიან, რომ გიყვარს… რომ უნდა გიყვარდეს… გაჩუმდი…არაფერი თქვა… უბრალოდ… გიყვარდეს…

ავტორი უცნობია

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ უნდა გიყვარდეს… გიყვარდეს სიცოცხლე… გიყვარდეს სიყვარული… გიყვარდეს ოცნება… გიყვარდეს ფიქრი… გიყვარდეს ბუნება… გიყვარდეს წუთი… გიყავრდეს წამი… შენი სიცოცხლე ხომ ამ წუთებისა და წამებისგან შექმნილი მარადისობაა… გიყვარდეს ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები… გიყვარდეს ადამიანი… გიყვარდეს ყოველთვის… გიყვარდეს ყველაფერი… გიყვარდეს არაფერი… გიყვარდეს ზღვა… გიყვარდეს უსასარულობა… გიყვარდეს ქვიშა… გიყვარდეს სიმღერა… გიყვარდეს ხატვა… გიყვარდეს […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი