აფაფ

უბედურების პორტრეტი

იშვიათია ადამიანი, რომელიც რაღაცას ქმნის. უმეტესობა სხვისი შექმნილით არსებობს. კითხულობენ გალაკტიონის ლექსებს, უყურებენ ჩაპლინის ფილმებს, ათვალიერებენ ვან გოგისა და ფიროსმანის უკვდავ ტილოებს. ალბათ, უნდებათ რომ თვითონაც იყვნენ გალაკტიონები, ჩაპლინები, ფიროსმანები, მაგრამ ვერ აცნობიერებენ რამხელა “სასჯელია” შემოქმედად ყოფნა. მწერლებისა თუ მხატვრების ბიოგრაფიები ერთმანეთს იმითი გვანან, რომ მათი უმეტესობა სიცოცხლის ბოლომდე სიღატაკეში ცხოვრობდა, ამას თან ერთვის გაუმართლებელი სიყვარული. შეიძლება, მათი ხელოვნება სწორედ ამიტომაცაა სულში ჩამწვდომი და რეალური. ცოტა მხატვარს თუ გაუმართლა ისე როგორც, რენუარს. სხვა დანარენის ცხოვრება კი, ნელ-ნელა შავ-თეთრ ფერებში მიიზლაზნებოდა. მაგალითად ვან გოგი და პოლ გოგენი, ხშირად ერთად მშიერნი ათენებდნენ ღამეებს (ვან გოგის ცხოვრებ აღწერილია ირვინ სტოუნის ბიოგრაფიულ რომანში „წყურვილი სიცოცხლისა“; ასევე მკითხველის ფართო წრისათვის მისაწვდომია ვინსეტის წერილები თავისი ძმისათვის,თეოსათის.).ხოლო გალაკტიონი კი თბილ მოსაცმელს ითხოვდა. ხშირად ადამიანებს, რომლებიც ჩვენ “სულიერ” საზრდოს გვაწვდიან , თვითონ რჩებიან “ხორციელის” გარეშე..
და მაინც ვიკითხავთ, რატომ? რატომ მოიკლეს მათ თავი? რამდენია ქვეყნად უპოვარი და ღარიბ-ღატაკი..ამ კითხვაზე პასუხი, ვფიქრობ, მათივე შემოქმედებაში უნდა ვეძიოთ. თუკი დავაკვირდებით ვან გოგის სურათებს დავინახავთ თუ როგორი სიმარტოვე და მელანქოლია გვიცქერს იქიდან. თვალი გადავავლოთ გალაკტიონის ლექსებს და გავიგებთ რაზე საუბრობდნენ „პოეტების მეფე“ და მისი დემონები. საკმარისია, წავიკითხოთ აკუტაგავას „დიალოგი წყვდიადში“ და გავიგებთ მწერლის სულიერი ტანჯვის შესახებ. ცნობილია, რომ აკუტაგავა ადრეული წლებიდან ცდილობდა ამ ცხოვრებიდან წასვლას. ახალგაზრდა ასაკში ექსპერიმენტი ჩაიტარა საკუთარ თავზე: თოკით კისერი მოიჭირა და წამზომით აკვირდებოდა, თუ რამდენი წამით გახანგრძლივდებოდა სიკვდილი. ათი წამის შემდეგ, როდესაც ცნობიერებამ დაბინდვა დაიწყო, გააჩერა ექსპერიმენტი – თვითმკვლელობის ეს მეთოდი მწერალს არ მოეწონა.. სწორედ მისი სიყვებია „გონებას ყოველთვის რომ მივსდიოთ, აუცილებლად მივალთ საკუთარი არსებობის უარყოფამდე.“ ვირჯინი ვულფი კი დღესაც საზოგადოებისათვის დიდ ინტერესს წარმოადგენს, ამიტომაც 2002 წელს რეჟისორმა სტივენ დალდრმა გადაიღო ფილმი „ The Hours-საათები“ სადაც აღწერილია ვირჯინია ვულფის ცხოვრების დეტალები.
და ბოლოს, ერთხელ ოსკარ უაილდმა თქვა “თავს მხოლოდ საზოგადოებისგან დამარცხებული კაცი იკლავს”. ალბათ ქვემოთ ჩამოთვლილი ადამიანები სწორედ ამის მსხვერპლნი გახდნენ:
ვინსენტ ვან გოგი (1853- 1890) – იწვა ჯერ ფსიქიკურად დაავადებუთა საავადმყოფოში, შემდეგ კი მუცელში ტყვია დაიხალა. არსებობს ასევე ვან გოგის სინდრომი;
ერნსტ ჰემინგუეი (1899-1961) – ამერიკელი მწერალი. 1961 წლისთვის ჰემინგუეის მდგომარეობა სავალალო იყო: მხედველობა დაუქვეითდა, ჯანმრთელობა შეერყა და მისი სახლი და ქინება კუბაში იყო დაკარგული. გაზაფხულში, მკურნალობიდან 3 თვის თავზე შეეცადა თავის მოკვლას. 30 ივნისს საავადმყოფოდან გამოწერეს და კეტჩუმში (აიდაჰოს შტატი) წავიდა. 2 ივლის კი თავი მოიკლა. ოჯახის თხოვნით, გამომძიებელმა აღარ გამოიძია ამის მიზეზი. მის ოჯახში სუიციდი, ასე ვთქვათ “მიღებული მოვლენა” იყო. თავი მოიკლეს მისმა მამამ კლარენსმა, დამ ურსულამ, ძმამ ლანჩესტერმა (ასევე ამერიკელი მწერალი 1915-1982) და შვილიშვილმა მარგომ (ამერიკელი მოდელი და მსახიობი 1955-1996). ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ჰემინგუების გვარს მემკვიდრეობითი დაავადება ჰქონდათ, სახელწოდებით გემოქრომატოზი, რომელიც იწვევს დეპრესიას, და თავის ტვინის არასტაბილურობას.
რიუნოსკე აკუტაგავა (1892-1927 )- ამ იაპონელმა მწერალმა სიცოცხლესთან ანგარიში ვერონალის საშუალებით გაასწორა;
გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959) – ქართველი პოეტი. გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. „პოეტების მეფემ“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ოფიციოზის მისდამი გულგრილი დამოკიდებულებით;
ვლადიმერ მაიაკოვსკი (1893-1930) – რუსი პოეტი. 1930 წლის 14 აპრილს, დილის 10:15 საათზე, მოსკოვში, საკუთარ ბინაში მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა რევოლვერით. ეს ყოველივე თვითმკველობას ჰგავდა, თუმცა არსებობს მკვლელობის ვერსიებიც. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე;
ჯეკ ლონდონი (1876-1916) – ამერიკელი მწერალი. მიუხედავად აღიარებისა ლონდონი კვლავ განიცდიდა გაჭირვებას და მიუხედავად ახლობელ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობისა იგი კვლავ შინაგანად ჩაკეტილ და მარტოხელა კაცად რჩებოდა. ამას თან დაერთო ავადმყოფობაც და როგორც ფიქრობენ მან თავი მოიკლა მორფის გადაჭარბებული დოზის მიღებით 1916 წლის 22 ნოემბერს;
ვირჯინია ვულფი (1882-1941) – ბრიტანული მოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი ფიგურა, დეპრესიაში მყოფი, ქვებით სავსე ჯიბეებით შევიდა მდინარეში;
შტეფან ცვაიგი (1881-1942) – ავსტრიელი მწერალი. 22 თებერვალს, ცოლთან ერთად მოიკლა თავი წამლების ზედმეტი დოზით;
სერგეი ესენინი (1895-1925) – რუსი პოეტი. 28 დეკემბერს, ლენინგრადის სასტუმრო “ანგლეტერში”, თავი ჩამოიხრჩო. მისი უკანასკნელი ლექსი დაწერილი იყო ამავე სასტუმროში, საკუთარი სისხლით: “ნახვამიდის, ჩემო მეგობარო, ნახვამდის…” მიზეზი დეპრესია;
პაოლო იაშვილი (1894-1937) – ქართველი პოეტი. მას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. ამ ამბავმა პაოლო ტრაგიკული არჩევანის წინაშე დააყენა: ან დალოდებოდა კარს მომდგარ უმკაცრეს განაჩენს, ან ნიშნად, პროტესტისა და უმწეობისა, თავად უნდა დაესწრო და თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ მოზღვავებულ ბოროტებას. როგორც ცნობილია, პოეტმა მეორე გზა აირჩია და საკუთარი სანადირო თოფით მოიკლა თავი. მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ და აცრემლებულ მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: “ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა”-ო. თვითმკვლელობის ამ შემაძრწუნებელ ფაქტს, მეტ ტრაგიკულ შინაარსს ისიც სძენს, რომ პოეტმა ეს საბედისწერო ნაბიჯი სწორედ იმ წუთებში გადადგა,როდესაც პრეზიდიუმის სხდომაზე მისი განაჩენი გამოჰქონდათ. 1937 წლის ტრაგედიიდან მოყოლებული პაოლო იაშვილის, როგორც რეპრესირებული მწერლის, სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. პაოლო იაშვილი დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
P. S. რელიგიური თვალსაზრისით თუ მივუდგებით მკვლელობა, რა თქმა უნდა, უპატიებელი ცოდვაა..მაგრამ დავაკვირდეთ ამ ადამიანების პორტრეტებს და ეს, უსიამოვნო განცდა რაც თვითმკვლობაზე გვიჩნდება უცებ, სადღაც უსასრულობაში გაქრება…

კომენტარები