ახალგაზრდა სტივ ჯობსი

სტივ ჯობსი: “როცა ამას ისწავლით”

როდესაც გაიზრდებით, გეტყვიან რომ სამყარო ასეთია და თქვენ უბრალოდ უნდა იცხოვროთ მასში – ეცადეთ ნუ დაარღვევთ კედლებს, გყავდეთ ლამაზი ოჯახი, იმხიარულეთ და ცოტაოდენი ფულიც შეინახეთ. ეს მეტისმეტად შეზღუდული ცხოვრებაა. სიცოცხლე მეტად თავისუფალი გახდება, როდესაც ერთ უბრალო ფაქტს აღმოაჩენთ: რომ ყველაფერი თქვენს გარშემო, რასაც ცხოვრებას ეძახით, შექმნილი იყო ადამიანთა მიერ, რომლებიც თქვენზე ჭკვიანები არ ყოფილან. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სამყარო, შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ის, რასაც სხვა ადამიანები გამოიყენებენ. ერთხელაც როცა ამას ისწავლით, აღარასოდეს იქნებით ისეთი როგორიც იყავით.

იმ წუთიდან როდესაც მიხვდებით, რომ შეგიძლიათ უბიძგოთ ცხოვრებას და აუცილებლად მოხდება რაღაც. თუ შეანჯღრევთ, რაღაც უცილებლად გამოვა. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ცხოვრება, შეგიძლიათ მეტად ნაყოფიერი გახადოთ. შეიძლება ეს ყველა მნიშვნელოვანი რამაა.თუ ამ მცდარ შეხედულებებს აღმოფხვრით, რომ “ცხოვრება ეს არის და თქვენ მასში მოგიწევთ ცხოვრება”, თქვენ შეძლებთ შეცვალოთ იგი, გააუმჯობესოთ და დატოვოთ თქვენი კვალი ცხოვრებაში.

ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ისწავლით და როცა ისწავლით, უკვე გენდომებათ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, რადგან ის მუდამ მოუწესრიგებელია. და როცა ამას ისწავლით, თქვენ აღარასოდეს იქნებით ის, ვინც იყავით.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

როდესაც გაიზრდებით, გეტყვიან რომ სამყარო ასეთია და თქვენ უბრალოდ უნდა იცხოვროთ მასში – ეცადეთ ნუ დაარღვევთ კედლებს, გყავდეთ ლამაზი ოჯახი, იმხიარულეთ და ცოტაოდენი ფულიც შეინახეთ. ეს მეტისმეტად შეზღუდული ცხოვრებაა. სიცოცხლე მეტად თავისუფალი გახდება, როდესაც ერთ უბრალო ფაქტს აღმოაჩენთ: რომ ყველაფერი თქვენს გარშემო, რასაც ცხოვრებას ეძახით, შექმნილი იყო ადამიანთა მიერ, რომლებიც თქვენზე ჭკვიანები არ ყოფილან. თქვენ […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ