სპარტაკის წერილი მესალას

0
შენმა სიყვარულმა მაიძულა, უსაყვარლესო ვალერია მესალა, რომ კრასუსს შევხვედროდი. აღვუთქვი , რომ იარაღს დავყრიდი. შენი და ჩვენი ძვირფასი შვილის გამო მზად ვიყავი ყველაფერი მომემოქმედა, მაგრამ სიცილიის პრეტორმა ღალატი შემომთავაზა სიცოცხლისა და თავისუფლების გამოსასყიდად.
ჩემი მოძმეების გაყიდვასა და ჩემის სახელის საუკუნოდ ჩირქის მოცხებას ისევ ვარჩიე, უმადური ვყოფილიყავი შენს მიმართ და შეუბრალებელი – ჩემი შვილის წინაშე.
როდესაც ამ წერილს მიიღებ, ალბათ მე უკვე აღარ ვიქნები ცოცხალი.ხვალ მოგველის საშინელი ბრძოლა, რომელშიაც სახელოვნად დავასრულებ ჩემს სიცოცხლეს. ასეთია ნება უკუღმართი ბედისწერისა.
სიკვდილის წინ, მინდა პატიება გთხოვო იმ მწუხარებისათვის, რომელიც მოგაყენე, მომიტევე და იყავი ბედნიერი. ვლოცავ შენს სიყვარულით სავსე გულსა და კეთილშობილ სულს. გამხნევდი და იცოცხლე. იცოცხლე ჩემი გულისათვის, ჩვენი უმანკო შვილის გულისათვის. აი ჩემი ანდერძი და უკანასკნელი ვედრება მომაკვდავისა.
ცრემლები მახრჩობენ, სუნთქვა მეკვრის და ერთადერთი,რაც მამშვიდებს, ის არის, რომ შევხვდები შენს უკვდავ სულს , მოგეხვევი და გულში ჩაგიკრავ ლამაზ სამყაროში – უკეთეს სამყაროში. გიძღვნი ჩემს უკანასკნელ ამბორს, ჩემს უკანასკნელ ფიქრს, ჩემი გულის უკანასკნელ ძგერას…

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply