ადამიანური სიხარულისა და ბედნიერების წრე

0

ერთ დილას ერთმა გლეხმა მონასტრის კარებზე მთელი ძალით დააბრახუნა.როცა მეკარე ბერმა გააღო გლეხმა ზურს უკან დამალული ყურძნის ულამაზესი მტევანი გამოაჩინა.

– საყვარელო ძმაო, ეს ჩემი ვენახის ყველაზე ლამაზი მტევანია. მინდა გაჩუქოთ.

– გმადლობთ, ახლავე აბატს დავუძახებ ეს ძღვენი გაახარებს.

– არა ეს მტევანი თქვენ მოგიტანეთ.

–მე არ ვიმსახურებ ასეთ მშვენიერ საჩუქარს.

– ყოველთვის როცა ამ კარზე ვაკაკუნებდი. კარს თქვენ მიღებდით. როცა გვალვა მოსავალს მინადგურებდა და დახმარება მჭირდებოდა , ყოველდღე წიქა ღვინოსა და პურის ნატეხს მაძლევდით. ახლა მინდა ყურძნის ამ მტევანმა მზის სიყვარული, წვიმის სილამაზე და ღვთის წყალობა მოგმადლოთ.

მეკარე ბერმა მტევანი გამოართვა და მთელი დილა აღტაცებულმა გაატარა. მტევანი ნამდვილად ულამაზესი იყო. სწორედ ამის გამო მაინც გადაწყვიტა საჩუქარი აბატისთვის მიეძღვნა, რომელიც ბრძნულ რჩევა–დარიგებას არასდროს იშურებდა მათთვის.

აბატიც აღფრთოვანდა, მაგრამ უეცრად გაახსენდა,რომ ერთი ბერი ავად იყო და გაიფიქრა: მტევანს მას მივუტან. ვინ იცის იქნებ ცოტა მაინც გავახაროო. მტევანი არც ავადმყოფი ბერის ოთახში დარჩა დიდხანს. მზარეული, მე რომ მივლის საუკეთესო საჭმელს მაძლევს. ბედნიერი იქნება , თუ მას ვაჩუქებ. გაიფიქრა ავადმყოფმა და როდესაც სადილის დროს მზარეულმა ბერმა საჭმელი მოუტანა, ყურძენი მას აჩუქა.
შენთვისაა. შენ ხომ ყოველდღე ბუნების ქმნილებებს ეხები. უკეთესად გეცოდინება,როგორ მოექცე ღვთის ამ საჩუქარს.

მზარეულ ბერს თვალი მოსჭრა ყურძნის სილამაზემ და გადაწყვიტა, თავისი დამხმარისათვის ეჩვენებინა მისი სრულყოფილება. მტევანი ისეთი ბრწყინვალე იყო მედავითნის გარდა მონასტერში ვერავინ შეძლებდა მის შეფასებას. მედავითნე სიწმინდეებს იცავდა. წმინდა, იდუმალი კაცის სახელი ჰქონდა. მედავითნემ თავის მხრივ მტევანი მორჩილს აჩუქა, რომ უკეთესად შეეცნო ღვთის სასწაული,რომელიც ყველაფერში ვლინდება. საჩუქრის მიღებისას მორჩილის გული ღვთის დიდებით აივსო და ის ადამიანი გაახსენდა, რომელმაც მონასტერში პირველად მოსვლისას კარები გაუღო. სწორედ მან მიიყვანა იმ ხალხთან,რომლებიც ყველაზე კარგად ხვდება ღვთის სასწაულის ფასს. ასე რომ სანამ მონასტერში ღამე ჩამოწვა მორჩილმა ბერმა მტევანი მეკარე ბერს მიუტანა.

“ჭამე და შეგერგოს. უმეტეს დროს მარტოკა ატარებ . ეს ყურძნის მტევანი კი დარწმუნებული ვარ ბედნიერებას მოგანიჭებს”. მეკარე ბერი მიხვდა, რომ საჩუქარი სწორედ მას ეკუთვნოდა. ყურძენი გემრიელად მიირთვა და გემრიელად დაიძინა. ასე შეიკრა სიხარულისა და ბედნიერების წრე, რომელიც ყოველთვის იმ ადამიანის გარშემო ჩნდება,რომელიც მუდმივად ეხება სიყვარულის ენერგიას.

პაოლო კოელიოს წიგნიდან “ზაჰირი”

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply