სიცოცხლე

“სიცოცხლისათვის არ კმარა მხოლოდ სიცოცხლე!”

“როცა სიცოცხლე სიცოცხლეს არ ეტრფის, სასიკვდილოდ არის განწირული!”

სილამაზეზე ბევრი რამ დაწერილა და თქმულა. ეს არ არის თემა, ეს არის ცოცხალი არსება, რადგან სილამაზე უკვდავებაა და ამიტომ არის ის ცოცხალი!

სილამაზე ეს ბედნიერებაა. იგი ნიჭია. ხალხის ყოველდღიური ცხოვრება, წვრილმანი პრობლემები და თუნდაც დიდი იმედგაცრუებები კლავს ჭეშმარიტ სილამაზეს, გრძნობებს აქრობს, კარგავს ყოველგვარი აღმაფრენის სურვილს, კარგავს ყველაზე ძვირფასს – ადამიანობას. რას უნდა ემსახურებოდეს ადამიანი ამქვეყნად, თუ არა სილამაზეს. ნუ დავეცემით! მაშინაც როცა უსამართლობის აუტანელი ზიზღი სულში გვიძვრება, როდესაც ადამიანები ვერ გვიგებენ და ტკივილს გვაყენებენ.

ადამიანი ხომ თავისი სისუსტეებით არის მომხიბვლელი, ჩვენ მათზე მეტად ძლიერები ავღმოჩნდეთ და გავუზიაროთ ჩვენი სიყვარული. ვეძიოთ ბედნიერება! ბედნიერება ხომ მის მოსაპოვებლად ბრძოლაშია. ვკითხულობთ განუწყვეტლივ, რადგან საკუთარი თავის შეცნობის სურვილი გვკლავს. წიგნი გვასწავლის ცხოვრებას. თვალებზე სინათლე მოგვეფინება და ბევრ ისეთ რამეს დავინახავთ, რაზედაც მხოლოდ გულში გვიფიქრია.

ბედნიერება არ არის ფუფუნება. ეს არის შენი სულიერი მდგომარეობა, შენი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. ადამიანებს ხომ ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა შეგვიძლია. ჩვენ ხომ ღმერთის ქმნილებანი ვართ. ჩვენ ახლა ვსუნთქავთ, ახლა ვხედავთ და გვესმის! ეს დღე ხომ არასოდეს განმეორდება. ყოველი წინა დღე ხომ უკვე ჩვენი წარსულია. ერთმანეთის სიყვარული! ეს არის სიცოცხლის კანონი და მისი მთავარი აღმოჩენა. არაფერი ისე არ გვაერთიანებს ადამიანებს, როგორც სიყვარული..

ყველა ჩვენი თავის ფსიქოლოგები ვიყოთ! როცა მივაღწევთ ზნეობრივ ამაღლებას, ცხოვრება აუცილებლად დაგვასაჩუქრებს. სილამაზის აღქმის უნარი ეს უკვე დიდი საგანძურია და ყოველგვარ კეთილდღეობას გადაწონის. უნაკლო ადამიანი, ხომ არ არსებობებს, ადამიანები თავიანთი შეცდომებითა და სისუსტეებით უნდა გვიყვარდეს. და თუ სიყალბესა და შეცდომებს ვხედავთ, ესეც დიდი გამარჯვებაა. ჩვენ კიდევ უფრო წავიწევთ წინ, მაგრამ არავის შევაქცევთ ზურგს. ისინი ჩვენ საშუალებას გვაძლევენ ვისწავლოთ და შევიძინოთ ახალი, კარგი თვისებები. ადამიანის მიზანი ხომ ბედნიერებაა და ჩვენც მისკენ უნდა მივისწაფოდეთ, რათა ჩვენი მისია შევასრულოთ ამ ქვეყანაზე.

სიცოცხლისათვის არ კმარა მხოლოდ სიცოცხლე!

გამოგზავნი/ავტორი: ლიკა ხმიადაშვილი

კომენტარები