სიცოცხლე

როდესაც რაიმე ცუდის თქმას დააპირებ იფიქრე ადამიანებზე, რომელთაც საუბარი არ შეუძლიათ.

ვიდრე დაიჩივლებდე, რომ საჭმელი გემრიელი არ არის, გაიხსენე ადამიანები, რომელთაც საკვები საერთოდ არა აქვთ.

ვიდრე შენს მეუღლეზე იტყოდე აუგს, დაფიქრდი ადამიანებზე, რომელთაც გვერდით არავინ არ ჰყავთ.

ვიდრე უკმაყოფილებას გამოხატავდე  შენი სახლის ფართის სიმცირის გამო, გაიხსენე ადამიანები, რომელთაც სახლი საერთოდ არ აქვთ.

თუ  შვილებით ხარ უკმაყოფილო, იფიქრე რა უნდა თქვან ადამიანებმა, რომლებიც ყოველდღე ევედრებიან ღმერთს, რომ ერთი შვილი მაინც მისცეს მათ.

თუ შენი სიცოცხლით ხარ უკმაყოფილო გაიხსენე ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდები წავიდნენ იმქვეყნად.

თუ ამბობ, რომ დაიღალე და უკმაყოფილო ხარ შენი სამსახურით. გაიხსენე უამრავი დაუსაქმებელი ადამიანი –  ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ თქვენსავით იშრომონ და ადამიანები, რომლებიც ნატრულობენ თქვენს ადგილზე ყოფნას…

და როდესაც დეპრესიული  ფიქრები შემოგაწვებათ, უბრალოდ წაიკითხეთ ეს ყველაფერი, შემდეგ გაიღიმეთ, მადლობა გადაუხადეთ ღმერთს ცოცხალი,რომ ხართ და უთხარით თქვენს თავს:

სიცოცხლე საჩუქარია – ისიამოვნე… დააფასე და გიყვარდეს იგი..

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

როდესაც რაიმე ცუდის თქმას დააპირებ იფიქრე ადამიანებზე, რომელთაც საუბარი არ შეუძლიათ. ვიდრე დაიჩივლებდე, რომ საჭმელი გემრიელი არ არის, გაიხსენე ადამიანები, რომელთაც საკვები საერთოდ არა აქვთ. ვიდრე შენს მეუღლეზე იტყოდე აუგს, დაფიქრდი ადამიანებზე, რომელთაც გვერდით არავინ არ ჰყავთ. ვიდრე უკმაყოფილებას გამოხატავდე  შენი სახლის ფართის სიმცირის გამო, გაიხსენე ადამიანები, რომელთაც სახლი საერთოდ არ აქვთ. თუ  შვილებით ხარ […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი