რა უცნაურადაა ყველაფერი მოწყობილი… უფალმა საუბრის უნარი შთამბერა, რათა ყველაფერი გამოვთქვა, მეტად ლამაზი გავხადო ურთიერთობები და მეტად გადმოვცე ყველასადმი სიყვარული. მაგრამ არა მე ხომ ადამიანი ვარ, გამოუსწორებელი ქმნილება. მე ხომ პირიქით უნდა მოვიქცე… ულევი სიტყვები, სხვადასხვა აზრები, წინადადებების კორიან! ტელი და ბოლოს აურაცხელი დარდი და ტკივილი. ზოგჯერ დუმილი მეტად საჭიროა, სიჩუმე მეტად ლამაზია, უთქმელობა მეტად მგრძნობიარეა… ზოგჯერ ერთი პირის გაღება და ულამაზესი წუთებიც კი შეიძლება საშინელ დრამად იქცეს, სასტიკ და გამოუსწორებელ კოშმარად… არა და რამდენი ლამაზი სიტყვა არსებობს. თუმცა უფრო ლამზი რაღაცეებიც არსებობს, რომლებსაც დღემდე ვერ დავარქვი სახელი და ამ უსახელობას როცა დუმილი და უსიტყვობა ა სევდის წილად. არა და რა ლამაზია… რასაც სახელი ქვია და რასაც სახელი დაარქვეს. რატომ ვერ არქმევენ იმ უცნაურ და ულამაზეს მოვლენებს, გრძნობებს, აბსტრაქციებს თუნდაც ერთ სიტყვას?! რატომ არ მოგვეძებნება ხოლმე სიტყვათა მარაგში კონკრეტული წუთისთვის ერთი კონკრეტული სახელი, რომლითაც ის წუთი შეიძლება სამარადჟამო მოვლენად იქცეს… მაგრამ ვგრძნობთ, რომ იმ დროს და იმ წუთს, ისევ სიჩუმე და დუმილი გვრჩება, იმიტომ რომ არ ვიცით იმ წუთის და იმ წამების სახელები…
…ბევრჯერ მომისმენია სიჩუმის ხმაურისთვის. ბევრჯერ დავკვირვებივარ მის უცნაურობას და მრავალხმოვანებას. მაგრამ რა ჰქვია ამ სიჩუმის ხმაურს? ხომ შეიძლება, რაღაც ერთი სიტყვა მისთვისაც გამოიძებნოს?! უბრალოდ სიტყვა, რომელიც უკვე არსებული ასოებისგან უნდა შედგებოდეს. მეტს ხომ არაფერს ითხოვს? უბრალოდ ვიღაცამ ის ასოები ლამაზად და გრძნობით უნდა დაალაგოს და კიდევ ერთი სიტყვა გაჩნდებოდა ამ სამყაროში.
…დახუჭულ თვალს მიღმა კაშკაშა სინათლე. სინათლე და თან არც სიბნელე… ისევ უსიტყვობა და ისევ ემოცია. გრძნობა და კიდევ ერთხელ სურვილი იმისა, რომ რაღაც დაერქვას იმ რაღაც, უცნაურ მოვლენას.
…აჯობებს გავჩუმდე, აჯობებს დავდუმდე,
უბრალოდ გრძნობას და ემოციას სიჩუმით დავუხვდე…
სიჩუმით გავუმხელ, დუმილით აღვუწერ,
საკუთარ ცხოვრებას უთქმელად გავუძლებ…
დუმილით დაგხვდები, სურვილით აგყვები,
გრძნობებით დავტკბები, სათქმელს კვლავ არ გეტყვი…
წამებით გავქრებით, წუთებით გავთბებით,
საათი გავა და სიტყვებით ავჟღერდებით…
ისევ დაინგრევა წამი და წუთი,
ის უცნაური გრძნობა და მუხტი…
გამომგზავნი/ავტორი: ლელა გულიშვილი

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

რა უცნაურადაა ყველაფერი მოწყობილი… უფალმა საუბრის უნარი შთამბერა, რათა ყველაფერი გამოვთქვა, მეტად ლამაზი გავხადო ურთიერთობები და მეტად გადმოვცე ყველასადმი სიყვარული. მაგრამ არა მე ხომ ადამიანი ვარ, გამოუსწორებელი ქმნილება. მე ხომ პირიქით უნდა მოვიქცე… ულევი სიტყვები, სხვადასხვა აზრები, წინადადებების კორიან! ტელი და ბოლოს აურაცხელი დარდი და ტკივილი. ზოგჯერ დუმილი მეტად საჭიროა, სიჩუმე მეტად ლამაზია, უთქმელობა მეტად […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი